English
EN GE

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება ქაღალდის პროდუქციის მწარმოებელ კომპანია PaperGeo-ს. http://papergeo.ge/

 
ძირითადი მოვალეობები: 

  • ახალი კლიენტების მუდმივი ძიება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
  • კლიენტების მოძიების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • გაყიდვების გზებისა და მეთოდების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება.
     

ძირითადი მოთხოვნები: 

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
     

აუცილებელი თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • დამაჯერებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.
     

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.

 

ანაზღაურება: 

  • ფიქსირებული ხელფასი: 500 ლარი;
  • ბონუსი: რეალიზებული პროდუქციის მოცულობისა და მარჟის მიხედვით.
     

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი (PaperGeo).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.