English
EN GE

სს "ფოსტა Pay" არის საქართველოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კომპანია, რომელიც იწვევს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტებს სტაჟირებაზე გაყიდვების დეპარტამენტში.

 

სტაჟირების მოკლე აღწერა :

  • სტაჟირების ხანგრძლივობა : 6 თვე;
  • სამუშაო განაკვეთი : არასრული/თავისუფალი;

 

ჩვენ გთავაზობთ :  

  • თეორიული ცოდნის ამაღლებას;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას;
  • საკუთარი თავის გამოცდის კარგ შესაძლებლობას;

 

მოთხოვნები :

  • ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის,მაგისტრატურის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული;
  • სწავლების მიმართულება : ბიზნესის ადმინისტრირება 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა სასურველია;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint,Outlook);
  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი, ამას ჩვენ თავად გაძლევთ;

 

პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;

 

უნარ-ჩვევები :

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ახალი მასალის სწრაფად ათვისების უნარი ;

 

მოვალეობები :

  • პოტენციური მომხარებლების მოძიება;
  • მომხმარებელთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვის შემდგომი მომსახურება;
  • კონსულტაციის გაწევა პროდუქციისა და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლსა და გაყიდვების რაოდენობის ზრდის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება
  • მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კომპანიისა და პროდუქციის შესახებ

 

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების გავლის შედეგად.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : hr@postapay.ge

გისურვებთ წარმატებებს !