English
EN GE

სწავლის საფასური

სასწავლო წლის გადასახადი, სწავლების ყველა საფეხურზე, განისაზღვრება რექტორის ბრძანებით და აისახება უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის დადებულ საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებაში.

სტუდენტის სწავლის საფასური განისაზღვრება მისი ჩარიცხვის მომენტში რექტორის სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით, რომელსაც სტუდენტი იხდის უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის პერიოდში.

სტუდენტის სწავლის საფასური არ იზრდება სტუდენტის შესაბამის საფეხურზე სწავლის პერიოდში

საგანმანათლებლო მომსახურების საფასური და მისი გადახდის წესი

სასწავლო წლის გადასახადი იფარება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

სწავლის საფასურის გადახდა ხდება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი და სტუდენტთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს, მაგრამ არაუგვიანეს სწავლის დაწყების თვის 5 რიცხვისა, სტუდენტი იხდის სწავლის წლიური საფასურის ნაწილს - 750 ლარს. სწავლის საფასურის დარჩენილი ნაწილების გადახდა ხდება პროპორციულად, თითოეული შემდეგი თვის 5 რიცხვამდე 250 ლარის ოდენობის ნაწილებად გადახდა, სწავლის საფასურის დადგენილი მოცულობის სრულად შევსებამდე.

სახელმწიფო დაფინანსების (სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სახელმწიფო სასწავლო სოციალური გრანტი, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება და ა შ) მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდა ხდება სახელმწიფო დაფინანსების გათვალისწინებით სწავლის საფასურის დარჩენილი ოდენობით

სტუდენტთან შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს სწავლის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი; სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკზე შეთანხმება გამორიცხავს სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფინანსური შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას.

სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკი დაერთვის საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას და არის მისი განუყოფელი ნაწილი.

დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება.

დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებად მიიჩნევა გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში დადგენილი 30 კრედიტის სემესტრული სასწავლო დატვირთვის ზემოთ სასწავლო კურსების, აგრეთვე ზაფხულის სემესტრში დამატებითი სასწავლო კურსების შეთავაზება.

სასწავლო კურსის კრედიტის საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობის შესაბამისად, შემდეგი ფორმულით: მიმდინარე წლიური გადასახადი იყოფა წლიური კრედიტების რაოდენობაზე - 60-ზე, რის შედეგად მიიღება 1 კრედიტის საფასური

სეუ-ში გავლილი საგნის ერთჯერადად განმეორებით გავლისათვის კრედიტის საფასური განისაზღვრება ამ მუხლის კრედიტის საფასურის 50%-ით.