English
EN GE

SEU სამაგისტრო ფინანსური შეღავათი არის სეუ-ს მაგისტრანტების წამახალისებელი ფინანსური შეღავათი, რომელიც გამოიყენება სეუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის, და რომლის მიღების უფლებაც წარმოიშობა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლიდან გამომდინარე.

SEU-ს სამაგისტრო ფინანსური შეღავათის მიღების პირობაა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში წინა სემესტრში არანაკლებ 71 ქულის მიღება თითოეულ საგანში.
SEU-ს სამაგისტრო ფინანსური შეღავათის ოდენობა შეადგენს სემესტრში 250 ლარს, (გარდა სამართლის სამაგისტრო პროგრამისა).

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე SEU-ს სამაგისტრო გრანტის ოდენობა სტუდენტებითვის სემესტრში შაეადგენს 385 ლარს.

მიღებული ფინანსური შეღავათი აკლდება სტუდენტის მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურს, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს კუთვნილი თანადაფინანსების ფულადი ექვივალენტის მიღება.