English
EN GE

SEU კურსდამთავრებულის სტიპენდია, არის სეუ-ს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულის წამახალისებელი ფინანსური შეღავათი, რომელიც გამოიყენება სეუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის, და რომლის ოდენობაც განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლიდან გამომდინარე.

SEU-ს კურსდამთავრებულის სტიპენდიის მიღების პირობაა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში არანაკლებ 75 ქულის მოგროვება თითოეულ საგანში

SEU-ს კურსდამთავრებულის სტიპენდიის გამოყენების შემთხვევაში, ყველა სამაგისტრო პროგრამის სწავლის წლიური საფასური ხდება 1700 ლარი,

SEU-ს წარჩინებული კურსდამთავრებულის სტიპენდია

SEU-ს საბაკალავრო პროგრამის წარჩინებული კურსდამთავრებული, რომელმაც საბაკალავრო პროგრამა დაასრულა 4 GPA მაჩვენებლით მთლიანად უფინანსდება სეუს ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე გეგმური (2 წლის) პერიოდში სწავლის საფასური

მიღებული სტიპენდია აკლდება სტუდენტის სწავლის საფასურს, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს კუთვნილი თანადაფინანსების ფულადი ეკვივალენტის მიღება.

SEU-ს კურსდამტავრებულის სტიპენდიის მიღების უფლებით სტუდენტი ვერ ისარგებლებს:

  • შუალედური ან დასკვნითი გამოცდის გაცდენის/გადაბარების შემთხვევაში
  • უნივერსიტეტის მიერ დადგენილი აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში
  • დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში
  • სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკზე შეთანხმების შემთხვევაში