SEU სტიპენდია – არის სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე დამოკიდებული, სტუდენტზე გაცემული ფინანსური წახალისება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით.
SEU სტიპენდიის დადგენის წესი სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე
შეფასება |
მინიმალური ქულა სემესტრში
|
სტიპენდიის ოდენობა თვეში | სტიპენდიის ოდენობა სემესტრში |
A | 91-100 ქულა | 100 - 400 ლარი | 400 – 1600 ლარი |
B | 81-90 ქულა | 85 ლარი | 340 ლარი |
C | 71-80 ქულა | 75 ლარი | 300 ლარი |
D | 61-70 ქულა | 60 ლარი | 240 ლარი |
E | 57-60 ქულა | 40 ლარი | 160 ლარი |
E | 51-56 ქულა | 0 | 0 |
Fx | 41-50 ქულა | 0 | 0 |
Fo | 0-40 ქულა | 0 | 0 |
SEU სტიპენდიის მიღების უფლება სტუდენტს აქვს შესაბამის პროგრამაზე სწავლის გეგმური პერიოდის განმავლობაში, სწავლის მეორე სემესტრიდან, უნივერსიტეტის წინა აკადემიური სემესტრში საკუთარი სწავლის შედეგების გათვალისწინებით.
SEU სტიპენდიის მიღების უფლებით სტუდენტი ვერ ისარგებლებს:
- შუალედური ან დასკვნითი გამოცდის გაცდენის/გადაბარების შემთხვევაში
- უნივერსიტეტის მიერ დადგენილი აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში
- დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში
- დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში
- SEU თანადაფინანსების მიღების არჩევის შემთხვევაში.
- სწავლის საფასურის გადახდის განსხვავებულ გრაფიკზე შეთანხმების შემთხვევაში.
SEU სტიპენდიით სარგებლობა არ აისახება სტუდენტის მიერ გადასახდელი სწავლის საფასურის ოდენობაზე