სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტუდენტური კლუბები

საიდუმლო კლუბი

კლუბის მიზნები:

  • კლუბის მიზანია ჩართოს სტუდენტები სხვადასხვა დამატებით აქტივობებში, მათ საგანმანათლებლო ჩართულობასთან ერთად;
  • ამ კლუბის აქტივობები ხელს შეუწყობს პიროვნულ ზრდას, ჩამოაყალიბებს მხარდამჭერ საზოგადოებას, იქნება ექსპრესიული სივრცე საკუთარი შემოქმედებითი და ნიჭიერი მხარის გამოსახატავად;
  • კლუბის ზოგიერთი აქტივობა ნამდვილად უზრუნველყოფს კულტურათა ურთიერთგაცვლას და მრავალფეროვნებას, რაც ჩამოაყალიბებს ჯანსაღ ურთიერთობებს სტუდენტებს შორის;
  • აგრეთვე, გვსურს უნივერსიტეტში შემოვიღოთ უნიკალური დღეები, როგორიცაა თემატური დღეები და თამაშები, მაგალითად, განძზე ნადირობა და მრავალი სხვა, რაც ახალია უნივერსიტეტისა და სტუდენტებისთვის;
  • ყოველივე აღნიშნული უზრუნველყოფს აქტიურ და სტრესისგან თავისუფალ გარემოს უნივერსიტეტში.

კლუბის მიმართულებები:

  • აქტივობები, როგორიცაა თეატრი, ცეკვა და ხელოვნება, თამაშები მოიცავს სხვადასხვა თამაშს, სპორტის გარდა, როგორიცაა განძზე ნადირობა, ქვიზები, ამდენად, ის საგანმანათლებლოც იქნება და გასართობიც, კიბერსპორტი  valorant, COD (შეჯიბრი სტუდენტებს შორის), თემატური დღეები და ღონისძიებები, მაგ. ნიჭიერთა შოუები და მრავალი სხვა ღონისძიება;
  • სტუდენტთა ჩართულობა ხელს შეუწყობს სოციალიზაციას და ნდობას ჩამოაყალიბებს მათი მიღწევების აღნიშვნით ამ კლუბის განვითარება, აგრეთვე, შესაძლებლობას მოგვცემს მოვაწყოთ უნივერსიტეტებს შორის შეჯიბრი;
  • დროდადრო ჩატარდება შეხვედრები კლუბის წევრებთან და სხვა ადამიანებთან მათი იდეებისა და მოსაზრებების გასაზიარებლად.

კლუბის თავმჯდომარე:

  • MEGHA VYAS
  • საკონტაქტო ტელ. +955 568844457, +91 9979022779
  • ელ. ფოსტა   [email protected]

Message body empty