სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტუდენტური კლუბები

ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურის კლუბის მიზნებია:

  • პოდკასტ არხის შექმნა, სტუდენტთა იდეების რეალიზებისთვის და გამოცდილების მიღების ხელშესაწყობად;
  • წიგნის მკითხველთა ქვეკლუბის დაფუძნება, კითხვის მოყვარულ სტუდენტთა ხელშეწყობისა და გაფართოების მიზნით;
  • ყოველთვიური ელექტრონული ჟურნალის  გამოქვეყნება სოციალური მედიის პლატფორმაზე, სადაც განთავსდება ინფორმაცია მიმდინარე  სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ;
  • სხვადასხვა კონკურსების ორგანიზება, როგორიცაა: დებატები, შემოქმედებითი წერის კონკურსი და სხვა;
  • საჯარო ლექციების და ტრენინგების ორგანიზება. 

კლუბის საქმიანობათა მიმართულებები:

პოდკასტ არხი:

  • რეგულარული პოდკასტ ეპიზოდების შექმნა და გამოქვეყნება, რომელიც მოიცავს სტუდენტებისა და მოწვეული სპიკერების ინტერვიუებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს; 
  • პოდკასტ ეპიზოდებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები, როგორიცაა კულტურა, განათლება, მიმდინარე ამბები და ა.შ. 

წიგნის მკითხველთა ქვეკლუბი:

  • წიგნის მკითხველთა კლუბის შეხვედრების ორგანიზება, სადაც კლუბის წევრები განიხილავენ  შერჩეულ წიგნებს;
  • კლუბის წევრებისთვის წასაკითხი წიგნების სიის შედგენა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება;
  • წიგნთან დაკავშირებული ღონისძიებების მოწყობა. 

ყოველთვიური ელექტრონული ჟურნალი:

  • უნივერსიტეტის სტუდენტებისგან ორიგინალური ნაშრომების მიღება;
  • ყოველთვიური ელექტრონული ჟურნალის გამოქვეყნება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სტატიები, ესეები, ლექსები და მოთხრობები;
  • უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეების გაზიარება, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და სხვა.


ყოველდღიური სიახლეების გამოქვეყნება:

  • ყოველდღიური სიახლეების მოკვლევა და გაზიარება სტუდენტებისთვის და სხვა დაინეტრესებული პირებისთვის;
  • კლუბის წევრებთან მუდმივი თანამშრომლობა და იდეების განხილვა/განხორციელება. 

კონკურსები:

  • სხვადასხვა კონკურსების ორგანიზება, როგორიცაა დებატები, შემოქმედებითი წერის კონკურსები, ხელოვნებისა და დიზაინის კონკურსები, STEM გამოწვევები;
  • კონკურსის კოორდინირება, მათ შორის, რეგისტრაცია, შეფასება და პრიზების გადაცემა. 


მოწვეული სპიკერი:

  • სპიკერების მოწვევა სხვადასხვა სფეროდან საჯარო ლექციების ჩატარების მიზნით;
  • ღონისძიებების დაგეგმვა, სადაც დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სფეროს ექსპერტები გაუზიარებენ გამოცდილებასა და ცოდნას.

SEU-ს ლიტერატურული კლუბის თავმჯდომარე:

  • მრუნალ ბოდდუ (MRUNAL BODDU)
  • ტელ:568739635
  • ელ.ფოსტა: [email protected]
Message body empty