საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზნებია:
• შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში არჩეული კონცენტრაციის ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის განზოგადებით ან/და შედარებითსამართლებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით;
• გამოუმუშაოს ინოვაციური მიდგომები ნორმის სწორად ინტერპრეტაციის, რთული სამართლებრივი პრობლემების კომპლექსურად შეფასების და საბოლოოდ სამართლებრივი ამოცანის გადასაწყვეტად;
• შესძინოს შესაბამისი სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობისა და მეცნიერულ-თეორიული და პრაქტიკული კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი;
• გამოუმუშაოს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში საკუთარი კომპლექსური და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
• გამოუმუშაოს აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისთვის წერილობითი და ზეპირი ფორმით ქართულ და უცხო ენებზე საკუთარ კვლევის შედეგების და სამართლებრივი დასკვნების არგუმენტირებულად გადაცემის უნარი;
• გამოუმუშაოს სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას პროფესიული ეთიკისა ნორმების დაცვითა და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარი.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული:
• ფლობს ღრმა და სისტემურ თეორიულ ცოდნას კერძო, სისხლის ან/და საჯარო სამართლის სფეროში კომპლექსური ან/და ინტერდისციპლინური პრობლემების გადაწყვეტის ახლებური ხედვის ფორმირებისათვის;
• აღწერს ეროვნული და უცხოური სამართლის მიღწევებს, ნაციონალური და/ან საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკისა და პრეცედენტების განვითარების პერსპექტივებსა და ძირითად ტენდენციებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთკავშირისა და ურთიერთმიმართების პრობლემებს;
• ხსნის საერთაშორისო სამართლის ან/და ევროკავშირის სამართლის ეროვნულ სამართალზე ზემოქმედების ასპექტებს, განსაზღვრავს კომპარატივისტიკის მეთოდის გამოყენების მნიშვნელობას.
• აღწერს ეთიკის წესებს და დისციპლინური სამართალწარმოების თავისებურებებს.
• ფლობს სამეცნიერო კვლევის თანამედროვე დარგობრივ მეთოდებს, აკადემიური პატიოსნების წესებსა და აკადემიური ეთიკის საკითხებს, პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად წესებსა და და პრინციპებს.
უნარი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული:
• ამოიცნობს და კომპლექსურად აფასებს კერძოსამართლებრივ, სისხლისსამართლებრივ ან საჯაროსამართლებრივ რთულ პრობლემებსა და იურიდიული შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, ახორციელებს რთული და არასრული ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზს, კრიტიკული ანალიზისა და შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენებით შეიმუშავებს პრობლემის გადაწყვეტის ახალ, ორიგინალურ გზებს და აყალიბებს დასკვნებს.
• განმარტების მეთოდის გამოყენებით, კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, შეიმუშავებს საკუთარ ორიგინალურ სამართლებრივ ხედვას და განსაზღვრავს საკუთარი გადაწყვეტილებების დადებით და უარყოფით შედეგებს;
• გადასცემს საკუთარი კვლევის შედეგებს და სამართლებრივ დასკვნებს, აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით, აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას წერილობითი და ზეპირი ფორმით მშობლიურ და უცხოურ ენებზე;
• აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით დამოუკიდებლად წარმართავს კვლევის პროცესს. იფართოებს ცოდნას უახლოესი მეთოდების გამოყენებით პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის მეშვეობით.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული:
• პატივს სცემს და აღიარებს პროფესიულ და დემოკრატიულ ღირებულებებს, ეთიკის და აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგებს;
• მართავს კომპლექსურ, არაპროგნოზირებად ან მულტიდისციპლინურ სასწავლო ან/და სამუშაო გარემოს და თავისუფლად ადაპტირდება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთა მრავალფეროვან ჯგუფებში. გააჩნია მაღალი დონის პირადი ავტონომია და ანგარიშვალდებულება, შეუძლია პასუხისმგებლობის აღება სხვების საქმიანობაზე და მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაზე;
• ახორციელებს თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს, ცოდნის გაფართოებას პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის მეშვეობით, შესაბამისი სფეროს უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით.
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი სამაგისტრო გამოცდისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ დადგენილი წესით სპეციალობაში და უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ) 1 მისაღები გამოცდის ჩაბარების შედეგად. იგი მოიპოვებს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას.
ინგლისურენოვანი კომუნიკაციის კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით:
ა.) BEC exam and CELS exam – Vantage
ბ.) Cambridge exam – FCE
გ.) Pritman ESOL International
დ.) TOEIC – 541
ე.) TOEFL – 500 (Paper - based)
173 (Computer - based)
72 (Internet - based)
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.
პროგრამის პარტნიორები:
• საქართველოს პარლამენტი
• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
• საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
• თბილისის საქალაქო სასამართლო
• საქართველოს პროკურატურა
• აღსრულების ეროვნული ბიურო
• სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
• საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
სამაგისტრო პროგრამის ყველა (სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი) კომპონენტების ერთობლიობა, მათი შინაარსის, სწავლისა და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მეორე (სამაგისტრო) საფეხურის აღმწერის სათანადო დონით.
პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი უნდა ფლობდეს თანამედროვე აქტუალურ კვლევებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნას საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირების კომპლექსურ საკითხებზე, ჰქონდეს პრობლემის ორიგინალური გზით გადაჭრის პრაქტიკული კომპეტენცია, საჭირო ინფორმაციის მოძიების და საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი. ასევე მაგისტრს უნდა შეეძლოს დარგის კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენება კვლევითი პროექტისათვის
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ჩამოუყალიბდება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, აცნობიერებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს;
კერძოდ ექნება თანამედროვე აქტუალურ კლევებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა შემდეგ საკითხებზე:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება. ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, მათ შორის, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;
კერძოდ, კურსდამთავრებული შეძლებს:
პროგრამის კურსდამთავრებულს გამომშავებული აქვს რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის, დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
კერძოდ სტუდენტს შეძლებს:
პროგრამის კურსდამთავრებული გამოიმუშავებს კომპეტენციას, მოახდინოს თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით,
კერძოდ მაგისტრს შეუძლია:
შეუძლია ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან პროფესიულ საკითხებზე, საკამათო საკითხების არსებობისას კომუნიკაციის სწორი ფორმებით წარმართვა
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია:
ინტერნეტ-რესურსების გამოყენების, საინფორმაციო ტექნოლოგიების როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრმა უნდა შეძლოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვის მაღალი დონე,
კერძოდ სტუდენტს შეუძლია:
კურსდამთავრებულს ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა შემდეგი გზით:
იცის სამეცნიერო პოლემიკის, სხვა ავტორების ნაშრომების ციტირების და შედეგების გამოყენების წესები და ეთიკა. შეუძლია ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება;
აცნობიერებს საგანმანათლებლო სფეროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების საზოგადოებრივ ამოცანას და მის პასუხისმგებლობას, და შეუძლია აღნიშნული ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა;
გამომუშავებული აქვს კრიტიკის კორექტულად გამოთქმისა და მიღების უნარი;
პიროვნული ზრდისა და პერმანენტული თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;
მეცნიერული ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვა;
საგანმანათლებლო სფეროს ეფექტური მმართველობის (good leadership) მნიშვნელობას;
მაგისტრატურა
ქართული
სამართლის მაგისტრი
2 აკადემიური წელი, 4 სემესტრი
120 ECTS კრედიტი
აკრედიტებული
3300₾
სამართლის დოქტორი, პროფესორი - სერგო ჭელიძე