- მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაციის არმ სტრატეგიისა და ოპერაციული არმ-ს კრიტიკული ანალიზს, პროცესების აუდიტს.
- სამუშაო გარემოში ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკების ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას და გაუმჯობესების გზების დაგეგმვას;
- რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი;
- შეუძლია კვლევის მონაცემების ინტერპრეტირება, მონაცემთა სიმრავლის, ან არასრული მონაცემების პირობებში ადექვატური დასკვნის გაკეთება
კომუნიკაციის უნარი:
პროგრამის კურსდამთავრებული გამოიმუშავებს კომპეტენციას, მოახდინოს თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით,
კერძოდ მაგისტრს შეუძლია:
- კონკრეტული დარგობრივი საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მის სტრუქტურირება და აკადემიური თუ ფართო საზოგადოებისათვის მისი წარდგენა ზეპირი თუ წერილობითი ფორმით,
- კვლევის მასალის დამუშავების შედეგების სტრუქტურირებული და თანამიმდევრული სახით ჩამოყალიბება როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით;
- სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (მეორადი მონაცემების) ანალიზი;
- წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ზეპირი წარდგენა;
- კონკრეტულ პრობლემაზე საკუთარი მოსაზრების წერილობით გადმოცემა;
- შეუძლია კვლევის შედეგების გადმოცემა, წერილობითი ან ზეპირი, სრული თუ განზოგადებული ფორმით;
ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენცია
შეუძლია ქართულ და უცხოურ ენებზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან პროფესიულ საკითხებზე, საკამათო საკითხების არსებობისას კომუნიკაციის სწორი ფორმებით წარმართვა
ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია:
ინტერნეტ-რესურსების გამოყენების, საინფორმაციო ტექნოლოგიების როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;
სწავლის უნარი:
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრმა უნდა შეძლოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვის მაღალი დონე,
კერძოდ სტუდენტს შეუძლია:
- უწყვეტი განათლების (მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის) საჭიროების გაცნობიერება;
- საკუთარი სწავლის მისწრაფებების განსაზღვრა გარემოს და შესაძლებლობების გათვალისწინებით და ცოდნის გაღრმავების სტრატეგიის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება
- საკუთარი ცოდნის თანამიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროების გაცნობიერების მიზნით, მომავალი სწავლის სტრატეგიის შემუშავება და ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება
- საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და სტრუქტურირების უნარის გამომუშავება;
- გამოცდილებითი სწავლების მეოხებით პიროვნული ზრდის გამოცდილება.
ღირებულებები:
- კურსდამთავრებულს ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა შემდეგი გზით:
- იცის სამეცნიერო პოლემიკის, სხვა ავტორების ნაშრომების ციტირების და შედეგების გამოყენების წესები და ეთიკა. შეუძლია ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.
- აცნობიერებს კორპორაციის სოციალური პასუხისმგებლობის ამოსავალ ღირებულებებს და შეუძლია აღნიშნული ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.
- გამომუშავებული აქვს კრიტიკის კორექტულად გამოთქმისა და მიღების უნარი;
- პიროვნული ზრდისა და პერმანენტული თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.
- პროფესიული კორექტულობა (მეცნიერული ეთიკის სტანდარტების დაცვა).