English
EN GE
  • სავალდებულო სასწავლო კურსები I სემესტრი

    სავალდებულო

    სავალდებულო სასწავლო კურსები

    ანატომია I

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: • ადამიანის ჯანმრთელი ქსოვილები, ორგანოები და ორგანოთა სისტემები ისტორიული და ინდივიდუალური განვითარების გათვალისწინებით; • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანატომიური სტრუქტურა

    ციტოლოგია, ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია I,

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: მიკროსკოპიის თანამედროვე თეორია, მეთოდოლოგია და მეთოდები; გამოსაკვლევი მასალების მომზადების თანმიმდევრობა; სხვადასხვა ორგანოების უჯრედის სტრუქტურები და ფუნქციები, ბირთვის აგებულება, პროტეინების სინთეზის საფუძვლები თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით; მორფოლოგიური არის თეორია, გამეტოგენეზი, ფერტილიზაცია, ჩასახვის სტადიები გასტრულაციის ჩათვლით, ძირითადი, ქსოვილების ფორმირება და მორფოგენეზის საფუძვლები; ადამიანის ქსოვილების ოთხი ძირითადი სტრუქტურა - ეპითელური, შემაერთებელი, კუნთური და ნერვული ქსოვილების უჯრედებისა და არაუჯრედული კომპონენტების შემადგენლობა, მათი ფუნქციები და განსხვავებები.

    ბიოფიზიკა

    სასწავლო კურსის მიზანია: • ცოცხალ ორგანიზმში ქსოვილოვან, უჯრედულ, სუბუჯრედულ, მოლეკულურ დონეზე მიმდინარე პროცესების ფიზიკურ და ფიზიკო-ქიმიურ კანონზომიერებათა (რომელიც საფუძვლად უდევს ორგანიზმის, როგორც მთლიანი სისტემის ფუნქციონირებას) შესწავლა ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესების სწორი დიაგნოსტიკის, აღქმის, ინტერპრეტაციისათვის. • სტუდენტმა შეძლოს ფიზიკური კანონების მისადაგება ბიოლოგიური სისტემებისადმი, რათა ახსნას ამ უკანასკნელთა ფიზიკური თვისებები და მოქმედების მექანიზმები.

    სამედიცინო ქიმია

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს: ჩამოუყალიბოს წარმოდგენა ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების მექანიზმებისა და ძირითადი კანონზომიერებების შესახებ; დაანახოს ქიმიის კავშირი ბიოლოგიური სისტემების ცხოველმოქმედებასთან და დაეხმაროს ,,მოლეკულა-უჯრედი-ორგანიზმი“ გარდაქმნების ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური ასპექტების უკეთ გაგებაში; მისცეს ცოდნა მოლეკულურ და სუბმოლეკულურ დონეზე მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების მექანიზმის გაცნობიერებისათვის, რაც მრავალი მოვლების ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა; გააცნოს ცოცხალი მატერიის მნიშვნელოვანი კომპონენტების, პირველ რიგში, ბიორეგულატორების მოლეკულათა აღნაგობა და მათი ფუნქციონირების მექანიზმი; შეასწავლოს მას ბიოგენური ელემენტები, მათი როლი სასიცოცხლო პროცესებში და ორგანიზმში არსებული დისპერსული სისტემების თვისებები; დაეხმაროს სტუდენტს კვლევის ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების ათვისებაში, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ექიმის მოღვაწეობა.

    უჯრედის ბიოლოგია

    კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს/განუვითაროს: ადამიანის ორგანიზმის მაკრო და მიკრო სტრუქტურები, გამრავლების და განვითარების ძირითადი კანონზომიერებები. უჯრედის ქიმიური შემადგენლობა და არქიტექტონიკა, მის სტრუქტურებსა და სუბსტრუქტურებში მიმდინარე პროცესების მოლეკულური მექანიზმები, რომელიც საფუძვლად უდევს ორგანიზმის ზრდის, განვითარების, ცხოველქმედების, ბიოგენეზის, დაბერების და კვდომის კანონზომიერ მოვლენებს. გამრავლებისა და ადამიანის ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია - ადამიანის ონტოგენეზის სტადიები და მათი მექანიზმები. ადამიანის ორგანიზმის მთლიანობის შენარჩუნების-ჰომეოსტაზის სარეგულაციო მექანიზმების, აგრეთვე, მისი დაბერებისა და სიკვდილის ბიოლოგიური საფუძვლები.

    ინფორმატიკა

    სასწავლო კურსის მიზანია თანამედროვე საოფისე კომპიუტერული პროგრამების შესწავლა, ტექსტური, გრაფიკული, და ცხრილური დოკუმენტების შედგენა. პრეზენტაციების მომზადება. ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება და გადაცემა.

    უცხოური ენა 1

  • სავალდებულო სასწავლო კურსები II სემესტრი

    ანატომია II

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: • ადამიანის საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, საშარდე, სასქესო სისტემების სტრუქტურა; • გულისა და სისხლძარღვების სტრუქტურა; • საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, საშარდე, სასქესო სისტემების, გულისა და სისხლძარღვების ემბრიოლოგია.

    ჰისტოლოგია II

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: • უჯრედების ორგანიზაცია ქსოვილებში; • ქსოვილების ორგანიზაცია ორგანოებსა და მათ სისტემებში; • განსხვავებები სხვადასხვა ქსოვილებს შორის; • ურთიერთკავშირი სტრუქტურასა და ფუნქციას შორის; • მუშაობა მიკროსკოპთან სხვადასხვა ქსოვილების მორფოლოგიის შესასწავლად

    ადამიანის ფიზიოლოგია I

    ბიოქიმია I

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: • ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების, უჯრედებისა და ბიოლოგიური სითხეების შემადგენელი ძირითადი ბიონაერთები, მათი კლასიფიკაცია და როლი ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში; • ორგანიზმში მიმდინარე რთულ ქიმიურ გარდაქმნათა თანმიმდევრობის აღწერა, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება მრავალი ნივთიერების როგორც სინთეზის, ისე დაშლის პროცესები. • ნივთიერებათა ცვლის რთული პროცესების რეგულაციის მექანიზმები მოლეკულურ დონეზე და ზოგადბიოქიმიური კანონზომიერებები. • ბიოქიმიური კვლევის თავისებურებები და მათი მისადაგება კონკრეტულ დისფუნქციასთან.

    მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა

    კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს/განუვითაროს • გენეტიკური და მოლეკულური მექანიზმების გავლენა სიცოცხლის მრავალფეროვან ასპექტებზე. • ცოცხალ ორგანიზმთა მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის მილეკულური მექანიზმების ცოდნა • მიტოქონდრიული დნმ-ის როლი პათოლოგიათა წარმოშობაში; • მოლეკულური დარღვევების როლი მონოგენური, პოლიგენური და მულტიფაქტორული მემკვიდრეობთი დაავადებების, ქრომოსომული და ე.წ. მოლეკულური დაავადებების განვითარებაში. • დაავადებების მიმართ მიდრეკილების გენეტიკური საფუძვლები.

    კლინიკური კლერქშიფი I

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: პაციენტის მოვლის ღონისძიებათა კომპლექსი; ორგანოთა ფუნქციებზე დაკვირვება; ექიმის დანიშნულებისა და მითითებების ზუსტად შესრულება; პაციენტზე ზრუნვა და მისი განცდების შემსუბუქება, ფსიქიკური სფეროს დაზოგვა და მოფრთხილება. გააცნოს: სამედიცინო პერსონალის ფუნქციები; გუნდური მუშაობის პრინციპი; პაციენტისა და მედპერსონალის ურთიერთობის მნიშვნელობა და ამ ურთიერთობის ძირითადი ელემენტები და ბიოფსიქოსოციალური მიდგომა; სამედიცინო კონსულტაციის მიზანი და ამოცანები; კონფიდენციალურობა და პაციენტის `პირადი ცხოვრების~ დაცვის აუცილებლობა; კომუნიკაციური და კლინიკური უნარ-ჩვევების სპექტრი, რაც მათი მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

    უცხოური ენა 2

  • სავალდებულო სასწავლო კურსები III სემესტრი

    ანატომია III

    სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს: • ნერვული სისტემის სტრუქტურა და ორგანიზაცია: ასაკობრივი და გენდერული თავისებურებები. • მნიშვნელოვანი რეფლექსების ანატომიური საფუძვლები; • თვალის და ყურის ანატომია.

    ადამიანის ფიზიოლოგია II

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: ვისცერალური სისტემების მორფო–ფუნქციური ფუნქციონირება ასაკობრივი, სქესობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით; ვისცერალური სისტემების მოქმედების რეგულაციის მექანიზმები გარემოს მუდმივად ცვლად პირობებში.

    ბიოქიმია II

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: • ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები (ლიპიდების, ამინომჟავების, სხვადასხვა აზოტშემცველი ნაერთების-ჰემის, პურინებისა და პირიმიდინების, ასევე, ვიტამინებისა და მინერალების ცვლა) ნორმასა და პათოლოგიაში, მათი რეგულაციის პრინციპები და ციკლები. • ორგანიზმის ენერგეტიკული წყაროების მეტაბოლიზმი და მათი დარღვევით გამოწვეული პათოლოგიური ძვრები • უჯრედული ციკლის თავისებურებანი მოლეკულურ დონეზე.

    სამედიცინო მიკრობიოლოგია I

    კურსის მიზანია, სტუდენტს გააცნოს მიკროორგანიზმების როლი ინფექციური დაავადებების განვითარებაში, შეასწავლოს მიკრობთა მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური თავისებურებები; მათი გენეტიკა. გააცნოს ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმები, იმუნური სისტემის ფუქციონირების ფუნდამენტური საკითხები, იმუნური პასუხის მექანიზმები, ფუნქციონირების დარღვევა და მათი მკურნალობის მეთოდები.

    პირველი ნაბიჯი მეცნიერებაში

  • არჩევითი სასწავლო კურსები III სემესტრი

    სოციოლოგია

    მედიცინის ისტორია

    სამედიცინო ეკოლოგია

  • სავალდებულო სასწავლო კურსები IV სემესტრი

    კლინიკური ანატომია

    კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს/განუვითაროს: ყველა სპეციალობის ექიმისთვის აუცილებელი კლინიკური ანუ გამოყენებითი ანატომიის საგანი, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის; მიდამოების მიხედვით ადამიანის სხეულის აგებულება, ორგანოების და ქსოვილების ურთიერთკავშირი; ადამიანის სხეულის კლინიკურად რელევანტური სტრუქტურების და მიდამოების ტოპოგრაფია და მნიშვნელოვანი ორიენტირები; ადამიანის სხეულის კლინიკურად მნიშვნელოვანი მიდამოების შრეობრივი აგებულება

    სამედიცინო მიკრობიოლოგია II, იმუნოლოგია, ვირუსოლოგია

    კურსის მიზანია, სტუდენტს გააცნოს მიკროორგანიზმების როლი ინფექციური დაავადებების განვითარებაში, შეასწავლოს მიკრობთა მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური თავისებურებები; მათი გენეტიკა. გააცნოს ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმები, იმუნური სისტემის ფუქციონირების ფუნდამენტური საკითხები, იმუნური პასუხის მექანიზმები, ფუნქციონირების დარღვევა და მათი მკურნალობის მეთოდები.

    პათოლოგია I

    სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს: • ადამიანის პათოლოგიური მდგომარეობების განვითარების მექანიზმები მოლეკულურ, უჯრედულ, ქსოვილურ, ორგანულ და სისტემურ დონეზე და ამ მდგომარეობათა მორფოლოგიური გამოხატულებები; • პათოლოგიური პროცესების მოლეკულური საფუძვლები და მათი მიკრო-და მაკრომორფოლოგიური გამოხატულებები. • გარემო ფაქტორების ზემოქმედება ორგანიზმში პათოლოგიის განვითარებაზე - მექანიზმი და მორფოლოგიური ცვლილებები; • ორგანიზმის არასპეციფიკური და სპეციფიკური რეაქტიულობის როლი პათოლოგიის განვითარებისა და გამოსავლისათვის; • მემკვიდრეობის და კონსტიტუციის როლი პათოლოგიის განვითარებაში; • ახალშობილთა და ბავშვთა ასაკის დაავადებები.

    საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის მენეჯმენტი

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცნება და თანამედროვე სტანდარტები; ცნება ჯანმრთელობაზე და დაავადებების გამომწვევ რისკ ფაქტორებზე; ეპიდემიოლოგიის საკითხები; ბიოლოგიური, გარემოს, სოციალური და ემოციური გადამწყვეტი ფაქტორები; ეთიკის საკითხები; • ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებათა კონტროლი და მენეჯმენტი; ჯანდაცვის ორგანიზაციები და ჯანმრთელობის მენეჯმენტი; ბიზნეს გეგმები; ორგანიზაციები და მათი სტრუქტურა; ადამიანური რესურსების მენეჯმენტი; გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაჭრა.

    კომუნიკაცია მედიცინაში

    სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს მომავალ სპეციალისტს კომუნიკაცია მედიცინის სფეროში. მედიცინაში კომუნიკაციის ამოცანები, პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევები, ექიმი-პაციენტის ურთიერთობის საკითხები, პაციენტის ინტერვიურების ტექნიკა, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ასპექტები პრიორიტეტების განსაზღვის მეთოდები და ფორმები, ახალი მიდგომების შექმნის მეთოდიკა, ეფექტური მოდელების შექმნა და დანერგვა, პირველადი ჯანდაცვის რგოლების მუშაობა.

    ფარმაკოლოგია I

    სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ზოგადი ფარმაკოლოგიის საფუძვლები და ფარმაკოდინამიკის ფუნდამენტური მახასიათებლები, როგორიცაა ლიგანდ-რეცეპტორულ ურთიერთქმედებათა მოლეკულური შინაარსი, დოზა-ეფექტის დამოკიდებულება, აგრეთვე ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობა ინდივიდუალური თერაპიული ეფექტის დადგენაში ასაკის, სქესის, რასობრივი კუთვნილების, კონსტიტუციისა და რიგი სხვა პარამეტრების გათვალისწინებით (ზოგადი მდგომარეობა, ინტერკურენტული დაავადებები, სხვა წამლებთან ურთიერთქმედება).
  • სავალდებულო სასწავლო კურსები V სემესტრი

    პათოლოგია II

    შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა

    ფარმაკოლოგია II

    პარაზიტოლოგია

    ბიოეთიკა და დეონტოლოგია

    ოპერაციული ქირურგია

  • სავალდებულო სასწავლო კურსები VI სემესტრი

    ქცევათმეცნიერება

    კლინიკური იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის საფუძვლები

    ქირურგია I

    სამედიცინო რადიოლოგია

    ეპიდემიოლოგია და მტკიცებითი მედიცინა

    კლინიკური უნარ-ჩვევები

  • არჩევითი სასწავლო კურსი VI სემესტრი

    ვალეოლოგია-ცხოვრების ჯანსაღი წესი

    ნუტრიციოლოგია

  • სავალდებულო სასწავლო კურსები VII სემესტრი

    სასწავლო ბლოკი: შინაგანი მედიცინა I (კარდიოლოგია, პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია)

    ნევროლოგია I

    ქირურგია II

  • სავალდებულო სასწავლო კურსები VIII სემესტრი

    სასწავლო ბლოკი: შინაგანი მედიცინა II (რევმატოლოგია, ნეფროლოგია, ენდოკრინოლოგია)

    პედიატრია I

    მეანობა

    ინფექციური დაავადებები I

    უროლოგია

  • სავალდებულო სასწავლო კურსები IX სემესტრი

    გინეკოლოგია

    სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტებს შეასწავლოს: • ქალის რეპროდუქციული და სქესობრივი ფუნქციის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები და თავისებურებები ნორმასა და სხვადასხვა პათოლოგიებისას; გინეკოლოგიურ დაავადებათა ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკა, დიაგნოსტიკა, დიფერენციალური დიაგნოსტიკა, კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობისა და პროფილაქტიკის პრინციპები.

    ნევროლოგია II

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ნევროლოგიური დაავადებების ეტიოლოგია, პათოგენეზი, დიაგნოსტიკის მეთოდები და საშუალებები, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გაიდლაინებით და პროტოკოლებით სარგებლობის ზოგადი პრინციპები. ასევე გააცნოს სტუდენტს თანამედროვე ნევროლოგიურ კლინიკებში მომუშავე ექიმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ბაზა, გაიდლაინებით და პროტოკოლებით სარგებლობის ზოგადი პრინციპები.

    ქირურგია III

    კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს/განუვითაროს ადამიანის ორგანოთა და ორგანოთა სისტემების ქირურგიული და ონკოლოგიური დაავადებების კლასიფიკაცია, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა. ქირურგიული და ონკოლოგიური ავადმყოფების ჰომეოსტაზის დარღვევისა და მისი კორექციის ზოგადი პრინციპები, სათანადო დოკუმენტაციის წარმოება, მკურნალობის ოპერაციული მეთოდები, ოპერაციის წინა მომზადებისა და შემდგომი პერიოდის უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები; მცირე ქირურგიული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა.

    პედიატრია II

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ახალშობილობის პერიოდი, როგორც ბავშვთა განვითარების კრიტიკული პერიოდი; ახალშობილთა ფიზიკური და ფსიქო-მოტორული განვითარების ეტაპები და ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები; ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის თავისებურებები; ახალშობილობის ტრანზიტორული მდგომარეობანი; ახალშობილთა ადაპტაციური მექანიზმები; ახალშობილთა ძირითადი პათოლოგიები, ეტიო-პათოგენეზი, კლინიკა, მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობის ასპექტები, გამოკვლევის ინსტრუმენტული და ლაბორატორიული მეთოდები.

    გერიატრია

    კურსის მიზანია ორგანიზმის განვითარების ასაკობრივი პერიოდების, დაბერების მექანიზმების, თეორიებისა და მისი პრევენციის თავისებურებების, ღრმა და სისტემურ დონეზე შესწავლა; უჯრედში, ქსოვილში და ორგანოთა სისტემებში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებთან ასაკის კორელაციის გაცნობიერება; ასაკობრივ კონტიგენტში ფარმაკოთერაპიის სპეციფიურობის, გერიატრიაში ეთიკისა და დეონტოლოგიის მნიშვნელობის გაცნობიერება.

    გადაუდებელი მედიცინა I და ტოქსიკოლოგია

    სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს • ადამიანის გადაუდებელი და ტერმინალური მდგომარეობები და მათი მართვა; • აგენტები, რომელთა მოხმარება ან ჭარბი რაოდენობით გამოყენება იწვევს ორგანიზმის მოწამვლას და მოწამვლით გამოწვეული ცვლილებები ორგანიზმში; მოწამვლების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები; მკურნალობის ტაქტიკა და დეზინტოქსიკაციის პრინციპები.

    კლინიკური კლერკშიფი II

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს პაციენტის კონსულტირებისა და ფიზიკური გამოკვლევის ღონისძიებათა კომპლექსი; ორგანოთა ფუნქციებზე დაკვირვება; ექიმის დანიშნულებისა და მითითებების ზუსტად შესრულება; პაციენტზე ზრუნვა და მისი განცდების შემსუბუქება. კურსი მიზნად ისახავს ასევე სტუდენტს გააცნოს სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობების დროს სამედიცინო პერსონალის როლი და ამოცანები, სამედიცინო საქმის უნარ-ჩვევები.
  • არჩევითი სასწავლო კურსი IX სემესტრი

    ნარკოლოგია

    სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს წამალდამოკიდებულების ბუნება, მისი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური საწყისები; ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საერთაშორისო და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ასპექტები; ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული სიმპტომები, სინდრომები და დაავადებები: ალკოჰოლის, ოპიოიდების და კანაბინოიდების, სედაციური, საძილე საშუალებების და ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორების, ჰალუცინოგენების და აქროლადი გამხსნელების (ინჰალანტების) მავნედ მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები, მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციიის ზოგადი პრინციპები; წამალდამოკიდებულ ავადმყოფთა გამოკვლევის და დიაგნოსტიკის ზოგადი პრინციპები, სამკურნალო-რეაბილიტაციური ღონისძიებების თავისებურებები; ნარკოლოგიური ექსპერტიზის საკითხები.

    პედიატრიული ენდოკრინოლოგია

    სასწავლო კურსის მიზანია პედიატრიული ენდოკრინოლოგიის ფუნდამენტალური საფუძვლების შესწავლა; ბავშვთა ენდოკრინული სისტემის დაავადებათა ეტიო-პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებში გარკვევა. ბავშვთა ასაკის ენდოკრინული პაციენტების გასინჯვის სპეციფიკა.
  • სავალდებულო სასწავლო კურსები X სემესტრი

    ოტორინოლარინგოლოგია

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ყურის, ცხვირის, ხახის და ხორხის დაავადებათა ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკა, პროფილაქტიკისა და მკურნალობის ძირითადი მეთოდები; ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების გამოკვლევის ძირითადი მეთოდები; მანიპულაციები ოტორინოლარინგოლოგიაში; პირველადი დახმარების აღმოჩენის ტაქტიკა და საშუალებები.

    დერმატოვენეროლოგია

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: კანის დაავადებათა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკა, დიფდიაგნოსტიკა და დიაგნოსტიკა; მკურნალობის მეთოდები. დერმატოზებისა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციული ღონისძიებების მეთოდოლოგია. სტუდენტი გაეცნობა ასევე სგგ ინფექციებით გამოწვეული დემოგრაფიულ პრობლემებს, სგგდ მონიტორინგისა და კონტროლის ძირითადი მექანიზმებს.

    ოფთალმოლოგია

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს თვალის ძირითადი თერაპირული და ქირურგიული დაავადებები, მათი ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკა, დიფდიაგნოსტიკა, დიაგნოსტიკა; თვალისა და მხედველობის ასაკობრივი თავისებურებები; გამოკვლევის მეთოდები; თვალის დაავადებების კავშირი სხვა სისტემების თერაპირულ და ნევროლოგიურ დაავადებებთან; თვალის დაავადებების მკურნალობის საშუალებები.

    ტრავმატოლოგია და ორთოპედია

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ძირითადი დებულებები, ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმა და პათოლოგიის გამოვლენა, პათოლოგიის დიაგნოსტირება და დოკუმენტირება თანამედროვე კლასიფიკაციებზე დაყრდნობით; პირველადი დახმარების აღმოჩენის ძირითადი მეთოდები; მოტეხილობათა მკურნალობის კონსერვატული და ოპერაციული მეთოდები და ვადები

    ინფექციური დაავადებები II

    სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ზოონოზური, ვირუსული და პროტოზოული ინფექციური დაავადებების კლინიკა, თანამედროვე მედიცინის მიდგომები, დიაგნოსტიკისა და ეტიოლოგიური კვლევის მეთოდები გარკვეული პათოლოგიისათვის, ეპიდემიოლოგიის საფუძვლები, კლინიკური გამოვლინება, დიანოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია; გავრცელებული პარაზიტული დაავადებებისა და ჰელმინთოზების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპები.

    ფსიქიატრია

    სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს • ფსიქიურ აშლილობათა ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკა, დიაგნოზის მეთოდოლოგია, მკურნალობა, რეაბილიტაცია, პროფილაქტიკა, ფსიქიური ჯანმრთელობის სერვისების ორგანიზაცია და სხვ.

    ფთიზიატრია

    სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხები; ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზის დიაგნისტირებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები; ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზის შემთხვევათა სწორ მართვა.
  • არჩევითი სასწავლო კურსი X სემესტრი

    ტკივილის მართვა

    • სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ტკივილის არსი, საკვანძო თეორიები და თანამედროვე მიდგომები; ტკივილის მართვა, არსებული პრობლემების დანახვა და შეფასება; ტკივილის მართვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები; ქრონიკული ტკივილის სრულფასოვანი ბიოფსიქოლოგიური შეფასება რუტინულ სკრინინგი; ტკივილის მართვის ბიომარეგულირებელი მექანიზმები, ალტერნატიული ზემოქმედების შესაძლებლობები და მეთოდები; ტკივილის შეფასების ალგორითმი; ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ზემოქმედების გვერდითი ეფექტები და მისი თავიდან აცილების მეთოდები.

    ბალნეოთერაპია და ფიზიოთერაპია

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ბუნებრივი და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების ადამინის ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმები; ბუნებრივი და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების კლინიკურ მედიცინაში გამოყენების მიზანშეწონილობა; ბუნებრივი და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების სამკურნალოდ/რეაბილიტაციის მიზნით დანიშვნის ჩვენება- უკუჩვენებები კურორტები; ფიზიოთერაპიული აპარატურის მუშაობის ზოგადი პრინციპები; ბალნეო- და ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარების ზოგადი ტექნი
  • სავალდებულო სასწავლო კურსები XI სემესტრი

    ონკოლოგია

    სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს თანამედროვე ონკოლოგიის და სხივური თერაპიის არსი, ძირითადი მიმართულებები, პრინციპები; მსოფლიოში ონკოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგია და მათი გავრცელების თავისებურებები; ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის, ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის (ქირურგიული, მედიკამენტური, სხივური და კომბინირებული) და პრევენციის ძირითადი პრინციპები; კიბოსწინარე და ონკოლოგიური დაავადებების კლინიკის, დიაგნოსტიკის, დიფერენციული დიაგნოსტიკის და მკურნალობის ძირითადი პრინციპები; დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის შეფასების (დინამიკაში) მნიშვნელობა; სხივური მკურნალობის დაგეგმარების და ჩატარების ძირითადი პრინციპები; ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას გამოყენებული ძირიტადი პრეპარატები და მათი დოზირება; დაავადების მიერ გამოწვეული ანდა მკურნალობის შედეგად გაპირობებული შესაძლო პოტენციური პრობლემების განჭვრეტის უნარი; კლინიკური სიტუაციის შეფასება, გამოკვლევისა და მკურნალობის გეგმის შედგენა; ონკოლოგიური დაავადებების ამოცნობისა და შეფასების უნარი; ონკოლოგიური პაციენტის დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების შეფასების უნარი;

    პედიატრიული ქირურგია

    კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს/განუვითაროს ბავშვთა ასაკის უხშირესი ქირურგიული პათოლოგიები, მათი ამოცნობის, დიაგნოსტიკის და ქირურგიული მკურნალობის პრინციპები; პაციენტისთვის ბავშვთა ქირურგიულ განყოფილებაში (ან სპეციალისტთან) მოთავსებამდე სათანადო კვალიფიციური დახმარების აღმოჩენის პრინციპები, აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, პირველადი გადაუდებელი დახმარება, მარტივი ამბულატორიული მკურნალობა; ჰოსპიტალიზაციისას გამოკვლევისა და სათანადო მკურნალობის ჩატარების ტექნიკა; ამბულატორიული დაკვირვების წარმოება.

    ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია

    კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს პრეოპერაციულ მდგომარეობათა შეფასების კრიტერიუმები, ოპერაციისათვის და ანესთეზიისთვის მომზადების პირობები, ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიის პრინციპები, პრემედიკაცია (მანიპულაცია), ოქსიგენაცია, აპარატურის მოხმარების წესები. გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა ადგილზე და პრეჰოსპიტალურ ეტაპზე. BLS-ის (Basic Life Support) სტანდარტების შესაბამისად.

    სასამართლო მედიცინა

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს სასამართლო მედიცინის არსი, სიკვდილის ფაქტის დადგენის საშუალებები, კვდომა და სიკვდილი; მოწამვლის, ტრავმების, ბავშვებზე ძალადობის, სექსუალური ძალადობის დადგენის მეთოდები, ბიოლოგიური მასალების ექსპერტიზა; ძვლების შემადგენლობის, რენტგენის და კბილების შესწავლის საშუალებით ასაკის განსაზღვრის მეთოდები.

    ნეიროქირურგია

    სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს: ნეიროქირურგიული პათოლოგიები, მათი ნევროლოგიური და კლინიკური გამოვლინებები, ზუსტი და დროული დიაგნოსტიკის მეთოდები, მკურნალობის ძირითადი პრინციპები, ნეიროქირურგიული მანიპულაციები.

    გადაუდებელი მედიცინა II და კატასტროფის მედიცინა

    სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს: • საგანგებო სიტაუაციების არსი, კლასიფიკაცია, ძირითად ცნებები და განმარტებები; საგანგებო სიტუაციების ქცევის წესები; საგანგებო სიტუაციების მართვის დროს სამედიცინო უზურუნველყოფის საფუძვლები; საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობის დაცვის ხერები და საშუალებებლი; საგანგებო ვითარებათა შეფასების ხერხები; საგანგებო ვითარების ცნება (რადიაციული, ქიმიური, სამედიცინო-ბიოლოგიური, სახანძრო, საინჟინრო და კომბინირებული); • საგანგებო ვითარებათა გამოვლენისა და შეფასების ხერხები და მეთოდები (მონიტორინგი და პროგნოზი);საგანგებო ვითარებათა შეფასების მიზნით ტიპიური ამოცანების პრაქტიკული გადაწყვეტა; ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროულად ამოცნობა; გადაუდებელი დახმარების ტექნიკური საშუალებები სხვადაასხვა სიტუაციებში; სამკურნალო დაწესებულებების სტაბილური (მდგრადი) ფუნქციონირების უზრუნველყოფის საუძვლები; პირველი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა - საგანგებო მდგომარეობის, უსაფრთხოების, დაზიანებულის ზოგადი მდგომარეობის, დამაზიანებელი აგენტის გათვალისწინებით; • სიცოცხლისთვის სახიფათო გადაუდებელი მდგომარეობები შესაბამისი პირველი დახმარების მეთოდებით.

    კლინიკური ფსიქოლოგია

    კლინიკური ფსიქოლოგია მიზნად ისახავს შეისწავლოს, პრევენცია მოახდინოს და შეამსუბუქოს ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული დისტრესი ან დისფუნქცია და ხელი შეუწყოს სუბიექტურ და ქცევის თვალსაზრისით კარგად ყოფნას და პიროვნულ განვითარებას. წარმოდგენილი კურსი სტუდენტებს გააცნობს კლინიკური ფსიქოლოგიის ძირითად მიდგომებს, კვლევის მეთოდებს და სფეროებს. კურსი წარმოადგენს კლინიკური ფსიქოლოგიის დარგის მიმოხილვას. შესაბამისად კურსის უმთავრესი მიზანია სტუდენტებს გააცნოს კლინიკური ფსიქოლოგიის როგორც დარგის ისტორია, როლი რომელსაც კლინიკური ფსიქოლოგები ასრულებენ და გარემო რომელშიც ისინი მუშაობენ. კურსის მიზანია სტუდენტების ორიენტირება კლინიკური ფსიქოლოგების სამუშაოსადმი მიდგომების შესახებ არსებულ თეორიულ საკითხებში, მათ შორის შეფასების, პრევენციის/ ინტერვენციის და კვლევის შესახებ არსებულ საკითხებში; კურსი ხელს შეუწყობს სტუდენტებს გაერკვნენ ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში და კერძოდ კინიკურ ფსიქოლოგიაში არსებულ ინტერესებსა და მიზნებში. ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს ფსიქოპათოლოგიების შეფასებისა და კლასიფიკაციის იარაღების/საშუალებების შესახებ ინფორმაცია. სტუდენტები გაეცნობიან ბავშვთა და მოზარდთა ასაკის აშლილობებს, შიზოფრენიული სპექტრის აშლილობებს, გუნება-განწყობის აშლილობებს, შფოთვით აშლილობებს, პერსონოლოგიურ აშლილობებს, საკვების მიღებასთან დაკაშირებულ აშლილობებს, იმპულსების კონტროლის აშლილობებს, სტრესულ აშლილობებს, სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მიდგომებს და პროფესიულ საკითხებს კლინიკურ ფსიქოლოგიაში.

    ლაბორატორიული მედიცინა

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ ლაბორატორიული სამსახურის დანიშნულებისა და შესაძლებლობების ასპექტები; ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც დღეს ფართოდ იხმარება ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში; ლაბორატორიული კვლევების ალგორითმები, რაც საშუალებას მისცემს ექიმს ზუსტად შეარჩიოს ის აუცილებელი ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ოპტიმალური იქნება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში და მაქსიმალური სამკურნალო ეფექტის მიღწევის წინაპირობას შექმნის.

    სამეცნიერო კვლევა (ნაშრომის შესრულება/ გაფორმება/პრეზენტაცია)

  • არჩევითი სასწავლო კურსი XI სემესტრი

    სპორტის მედიცინა

    სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს: • სპორტის მედიცინის საფუძვლები და საექიმო კონტროლი სპორტში; სპორტსმენთა მორფო-ფუნქციური თავისებურებანი; სპორტსმენთა გამოკვლევის თავისებურებანი; სპორტისთვის დამახასიათებელი ტრავმები და მათი მართვა; სპორტული რეჟიმის და კვების ორგანიზება; სპოტსმენთა მუშაობის უნარის გამოსაკვლევი ტესტები; სპოტსმენთა მუშაობის უნარის გაუმჯობესება და აღდგენა ტრავმირების შემთხვევაში; დოპინგის საკითხი ელიტურ სპორტში.

    წამლის რაციონალური გამოყენების ასპექტები

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს: კლინიკურ ფარმაკოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე განუვითაროს წამლის რაციონალური გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

    ტრანსპლანტოლოგია

    კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ორგანოთა და ქსოვილთა გადანერგვის თანამედროვე მეთოდები; დონორისა და რეციპიენტის გამოვლენა და ოპერაციისთვის მომზადება; გვამური და ცოცხალი დონორის ორგანოების ტრანსპლანტაციის თავისებურებანი; ეთიკური და იურიდიული საკითხები
  • სავალდებულო სასწავლო კურსები XII სემესტრი

    საოჯახო მედიცინა

    სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს: • საოჯახო მედიცინის არსი და ძირითადი პრინციპები; ოჯახის ექიმის როლი, მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გუნდური მუშაობის პრინციპები; • ყველაზე გავრცელებული დაავადებების მკურნალობა და მართვა; ქრონიკული დაავადებების მართვა; პრაქტიკული და კლინიკური უნარჩვევები.

    ქირურგია IV

    კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს/განუვითაროს კლინიკური და ,,ქირურგიული” აზროვნება. ქირურგიული და მომიჯნავე პათოლოგიების დიფერენციული დიაგნოსტიკის გატარების ცოდნა; ძირითადი ქირურგიული მანიპულაციები და დიაგნოსტიკურ-სამკურნალო პროცედურები; სწორი დიაგნოზის დასმის და ოპტიმალური მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით სწრაფი ორიენტაციის უნარი

    სინდრომული დიფერენციალური დიაგნოსტიკა

    სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს • დიაგნოსტიკური ძიების პროცესის წარმართვა სიმპტომიდან დიაგნოზამდე; კლინიკური აზროვნება, ანალიზი და სინთეზი.

    სამედიცინო რეაბილიტაცია

    სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს • სამედიცინო რეაბილიტაციის არსი, მიზნები და მეთოდები; სამედიცინო რეაბილიტაციის საშუალებები, მათი კლასიფიკაცია და მოქმედების მექანიზმები; სამედიცინო რეაბილიტაციის ღონისძიებები სხვადასხვა სისტემების პათოლოგიების დროს და მათი როლი ადამიანის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის აღდგენაში; ჯანმრთელი და დაავადებული ადამიანის ცხოვრების ჯანსარი წესის დამკვიდრების რონისძიებები, რომლებიც უკავსირდება ფიზიკურ აქტივობას; ფუნქციური ტესტები დოზირებული ფიზიკური დატვირთვით ჯანმრთელ და დაავადებულ პირებში; • დატვირთვის რეჟიმის განსაზღვრა შრომისუნარიანობის ამაღლების მიზნით; სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები

    კლინიკური პრაქტიკა

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს თერაპიის სხვადასხვა დარგებში, ქირურგიასა და გინეკოლოგიაში აუცილებელი საექიმო კლინიკური უნარ-ჩვევები. სწავლება მიმდინარეობს როგორც ბუნებრივ გარემოში, ისე მანეკენებისა და სიმულატორების გამოყენებით.
  • არჩევითი სასწავლო კურსი XII სემესტრი

    სტომატოლოგია და ყბა-სახის ქირურგია

    კურსის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს სახისა და პირის ღრუს დაავადებათა (სტომატოლოგიურ და ქირურგიულ დაავადებათა) ეტიოპათოგენეზი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ძირითადი მეთოდები.

    სისხლძარღვთა ქირურგია

    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიცემა და უნარ-ჩვევების გამომუშავება სისხლძარღვთა ქირურგიაში. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სხვადასხვა კალიბრის სისხლძარღვების პათოლოგიურ მდგომარეობას და ქირურგიული მკურნალობის პრინციპებსა და რეკომენდაციებს.