English
EN GE

სწავლის შედეგები

ფსიქოლოგიის დამატებითი პროგრამის სასწავლო კომპონენტების ( სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების) შინაარსი, სწავლის და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ ამ კომპონენტით დასახული სწავლის შედეგების მიღწევას.


ცოდნა და გაცნობიერება

ფსიქოლოგიის დამატებითი პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს ფსიქოლგიის სფეროს ცალკეული ინსტიტუტების თეორიული და პრაქტიკული საკითხების გარშემო სიღრმისეული ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას და აცნობიერებს ამ დარგის/სფეროს კომპლექსურ საკითხებს

 კერძოს სტუდენტს : 

  • აქვს ცოდნა ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების შესახებ;
  • შეუძლია ფსიქოლოგიის მეცნიერების საგნისა და ამოცანების დახასიათება;
  • აქვს ცოდნა ფსიქოლოგიის ძირითადი დარგების, მათ შორის, სოციალური, განვითარების, პიროვნების ფსიქოლოგიის შესახებ;
  • გააზრებული აქვს ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიები, ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორისტული, ეგზისტენციალური და ჰუმანისტური მიდგომების სახით;
  • აქვს ცოდნა ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხებისა და თემების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, სტრესი, აგრესიულობა;
  • გაცნობიერებული აქვს ფსიქოლოგიის როლი სოციალური აქტივობის პროცესში; ფსიქოლოგიის მეცნიერების ადგილი სოციალურ მეცნიერებათა რიგში და მისი კავშირი სხვა დარგებთან: მედიცინა, ფილოსოფია, პედაგოგიკა.

  • აცნობიერებს

  • ფსიქოლოგიის ისტორიის საგნის შინაარსს, მისი ცოდნის მნიშვნელობას;
  • უძველესი წარმოდგენებს სამშვინველის შესახებ;
  • ფსიქოლოგიის განვითარების ძირითად ეტაპებს -შუა საუკუნეების ფსიქოლოგიას, მათ შორის, ადრეულ და გვიანდელ სქოლასტიკას; ახალი დროის ფსიქოლოგიას,კატეგორიული იმპერატივის ცნებას, გერმანული იდეალიზმს;

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია ფსიქოლოგიის სფეროსთვის სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე სოციალურ მეცნიერებათა სფეროს ზოგიერთი გამორჩეული (სოციოლოგიური, მონაცემთა ანალიზის) მეთოდოლოგიისის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, რაც აისახება შემდეგ კომპეტენციებში:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ხელმძღვანელის მითითებების შესატყვისად ემპირიული კვლევისათვის ფსიქოლოგიაში გამოყენებული მეთოდებით, მაგალითად კითხვარით, კონტენტ-ანალიზის გამოყენებით მუშაობა;
  • მიღებული თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით დაკვირვების და კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია;
  • ფსიქიკურ მოვლენათა დიფერენცირება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაში წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მცირე მოცულობის კვლევის დაგეგმვა და განხორციელება.

დასკვნის უნარი

სტუდენტს შეუძლია პროფესიული ამოცანის გადასაჭრელად აუცილბელი მონაცემების შეგროვება და მათ გამოყენების და გამოყენების ფორმის თაობაზე დასკვნის მიღება განმარტება, ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ფსიქოლოგიის ფარგლებში დასმული საკითხის ანალიზის, შეფასებისა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთება;
  • სხვათა ემოციებსა და ქცევებზე დაკვირვების მონაცემების საფუძველზე მათი მდგომარეობის შესახებ რელევანტური დასკვნების გამოტანისა და ემპირიული ფაქტების ადექვატური ინტერპრეტაცია;
  • კონკრეტულ პრობლემურ სიტუაციაში დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

კომუნიკაციის უნარი

სტუდენტს შეუძლია :

  • იდეების, არსებული პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა, კომუნიკაცია პროფესიული ურთიერთობის სფეროში ქართულ ენაზე, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება:
  • საკუთარი და სხვისი თეორიული და ემპირიული კვლევის შესახებ წერილობითი და ზეპირი ანგარიშის მომზადება და პრეზენტირება; შეუძლია ფსიქოლოგიური თემის ირგვლივ საჯარო განხილვაში მონაწილეობა;
  • დამუშავებული თემისა თუ საკითხის სათანადო ტერმინოლოგიის, სლაიდების და სხვა ვიზუალური მასალის გამოყენებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის (ფსიქოლოგებისთვის და არაფსიქოლოგი სპეციალისტებისთვის) წარდგენა.
  • ქართულ და უცხოურ ენებზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან. თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

სწავლის უნარი

სტუდენტს შეუძლია :

  • საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა, კერძოდ, გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების მიმართულებით ცოდნის მუდმივად გაღრმავების აუცილებლობა, როგორც პროფესიაში წარმატების პირობა, გათავისებული აქვს დარგის აკადემიური გამოწვევები და მედიის სფეროს სიახლეების უწყვეტად მიდევნების საჭიროება; 
  • სასწავლო პროცესის სტრატეგიის, დროის განაწილებისა და სწავლის ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც დამოუკიდებლად სწავლის საშუალებას წარმოადგენს, 
  • ფსიქოლოგიური ლიტერატურის (წიგნების, სტატიების) მოძიება, პროფესიული და ზოგადი განათლების ასამაღლებლად, პრაქტიკული მუშაობისა თუ პრეზენტაციისთვის მასალის მოპოვება და გამოყენება;
  • საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, შეფასება და შესაბამისი სპეციალობით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების განსაზღვრა.

ღირებულებები

სტუდენტი მონაწილეობს ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად, რაც გამოიხატება შემდეგში:

კურსდამთავრებულს აქვს:

  • ფსიქოლოგიის პროფესიისთვის დამახასიათებელი ღირებულებათა სისტემა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, პროფესიული საქმიანობის ეთიკური ნორმების შესაბამისად მოქმედებას გულისხმობს;
  • ინტელექტუალური, ზნეობრივი და ესთეტიკური ღირებულებების ასათვისებლად სწრაფვა;
  • სოციალური ღირებულებების ფორმირებისა და მათი ურთიერთობის პროცესში დამკვიდრებისას საჭირო პასუხისმგებლობა;
  • საზოგადოებისთვის ღირებული ინოვაციების ასათვისებლად და დასანერგად მზაობა;
  • ადამიანთა ურთიერთობებში კორექტულობის მნიშვნელობის ცნობიერება;
  • ფსიქოლოგიის პროფესიის, როგორც სოციალური ღირებულების ცნობიერება და საზოგადოებაში ამ ღირებულების დამკვიდრების მცდელობა.