ხელი შეუწყოს მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მოხელეების, პოლიტიკურად განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეების მომზადებას.
შეისწავლოს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული უახლესი მიმდინარეობები.
გარკვეული წარმოდგენა შეუქმნას საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტებსა და უსაფრთხოების პრობლემებზე.
მოახდინოს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული ძირეული პრობლემების გააზრება და განზოგადება.
შეასწავლოს დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების მუშაობის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები;
გამოუმუშავოს მშობლიურ და უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)ინფორმაციის მოძიებისა და ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის უნარ-ჩვევა;
შეასრულოს საბაკალავრო ნაშრომი , რომელშიც ასახული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიღებული თეორიული ცოდნა.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
გამოუმუშავოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის, შეფასებისა და მასთან დაკავშირებით ლოგიკური მსჯელობის უნარი;
საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, ანალიზის მსჯელობის, დასაბუთების აუცილებელი უნარები.
ჩამოუყალიბოს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარ-ჩვევა.
საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი.