English
EN GE
1`11

სწავლის შედეგები

სამაგისტრო პროგრამის ყველა (სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი) კომპონენტის ერთობლიობა, მათი შინაარსის, სწავლისა და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მეორე (სამაგისტრო) საფეხურის აღმწერის სათანადო დონით.
პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი უნდა ფლობდეს თანამედროვე აქტუალურ კვლევებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნას სოციალური ურთიერთქმედებების კომპლექსურ საკითხებზე, ჰქონდეს პრობლემის კომპლექსურად შესწავლის და ორიოგინალური გზით გადაჭრის პრაქტიკული კომპეტენცია, საჭირო ინფორმაციის მოძიების და საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი. ასევე მაგისტრს უნდა შეეძლოს დარგის კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენება კვლევითი პროექტისათვის

ა) ცოდნა და გაცნობიერება: 

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა ჩამოუყალიბდება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, აცნობიერებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს; 
კერძოდ ექნება თანამედროვე აქტუალურ კლევებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა:
  • სოციალური ჯგუფის სტრუქტურისა და დინამიკის, სოციალურ ჯგუფებში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებების და თავისებურებების შესახებ.
  • სოციალური გავლენის ინტერაქციული მოდელის თანაარსებობის, თანააქტივობის, რეაქციული წინააღმდეგობის, გადაწყვეტილებაზე ჯგუფის გავლენის შესახებ.
  • უმცირესობისა და უმრავლესობის გავლენის თავისებურებათა, ნორმალიზაციისა და ინოვაციის, ობიექტური ნორმის, არჩევანის ნორმის, ორიგინალობის ნორმის; უმცირესობის, როგორც ცვლილების ინიციატორის; რეფერენტული ჯგუფის გავლენის შესახებ.
  • სოციალური და კროსკულტურული ფსიქოლოგიის სფეროში თანამედროვე კვლევებისა და მიდგომების შესახებ;
  • ჯგუფებისა და ჯგუფთაშორის ურთიერთობათა - ჯგუფების ფორმირების, სტრუქტურის, სახეების, ჯგუფის დინამიკის, კომუნიკაციის, კონფლიქტის შესახებ;
  • ფსიქოლოგიური კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების ძირითადი პრინციპების შესახებ;

  • გააცნობიერებს:

  • სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის კომპლექსურ საკითხებს.
  • სოციალური გავლენის ქცევით, ოპერაციულ და დამოკიდებულებით ასპექტებს.
  • განწყობის კანონების მოქმედებას და ქცევის სტილის მნიშვნელობას სოციალური გავლენის კონტექსტში;
  • სოციალური გარემოს ოპტიმალური ურთიერთქმედების პრობლემების გადაჭრის გზებს

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება. ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, მათ შორის, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;

კერძოდ, კურსდამთავრებული შეძლებს:

  • სოციალური ცხოვრებაში არსებული კომპლექსური სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების გამოცნობას, რეალურ სოციალურ სიტუაციათა მოდელირებას;
  • სოციალურ ურთიერთქმედებათა კომპლექსური პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტის შესაძლებლობების დასახვას;
  • მიღებული ცოდნის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მექანიზმების სწორი ინტერპრეტაციისთვის გამოყენებას;
  • ურთიერთობებში არსებული სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების დანახვას, პიროვნებათაშორის ურთიერთობებში ჯგუფის წევრების სტატუსის გამოვლენას; 
  • პროფესიული კუთხით და უახლესი მიდგომების გამოყენებით ჯგუფის შიგნით თუ ჯგუფთაშორისი კონფლიქტების გადაწყვეტაში ჩართვას.
  • ფარული პრობლემების დანახვას, ფორმულირებასა და მათი გადაჭრის გეგმის შემუშავებას.
  • პრაქტიკული ხასიათის ფსიქოლოგიური ემპირიული კვლევის დაგეგმვასა და ჩატარებას;
  • საზოგადოებრივად აქტუალური სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირებას და კვლევის სქემის შემუშავებას, შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, (ქცევის) ფსიქოლოგიური თავისებურებების, კულტურულ-ისტორიული, ეთნომეტრიული განპირობებულობის გამოყენებით შესაბამისი კვლევითი სამუშაოს ჩატარებას

გ) დასკვნის უნარი:

პროგრამის კურსდამთავრებულს გამომშავებული აქვს რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის, დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი

კერძოდ სტუდენტს გამოუმუშავდება:

  • სოციალური ცხოვრებაში არსებული სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების გაანალიზება და სათანადო დასკვნების გაკეთება. 
  • პიროვნებათაშორისი ურთიერთობებში სოციალურ სტატუსთან დაკავშირებული პრობლემების გაანალიზება და სათანადო დასკვნების გაკეთების უნარი.
  • ემპირიული მასალის გაანალიზებისა და განზოგადების საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
  • მეცნიერულ ცნებათა განსაზღვრების, საჭირო ტერმინებით ოპერირებისა და ანალიტიკური მსჯელობის საფუძველზე ჯეროვანი დასკვნის გაკეთების უნარი
  • არსებული კვლევების ანალიზი, რეალურ სიტუაციასთან მისადაგების, პრობლემის იდენტიფიცირებისა და დასაბუთებული დასკვნის გამოტანისა და არგუმენტირების უნარი
  • სკეპტიკური დამოკიდებულება საეჭვო მოწმობაზე დაფუძნებული, დაუსაბუთებული, ზედმეტად რთული და/ან მარტივი მტკიცების მიმართ 
  • ინფორმაციის კრიტიკული გააზრების უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების (როგორც ინდუქციური, ისე დედუქციური) გაღრმავება;
  • განზოგადებული უნარების გაღრმავება.


დ) კომუნიკაციის უნარი:

პროგრამის კურსდამთავრებული გამოიმუშავებს კომპეტენციას, მოახდინოს თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით,


კერძოდ მაგისტრს შეუძლია

  • კონკრეტული სოციალურ-ფსიქოლოგიური საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მის სტრუქტურირება და აკადემიური თუ ფართო საზოგადოებისათვის მისი წარდგენა ზეპირი თუ წერილობითი ფორმით, 
  • რაოდენობრივი კვლევის მასალის დამუშავების შედეგების სტრუქტურირებული და თანამიმდევრული სახით ჩამოყალიბება როგორც წერილობითი ისე ზეპირი ფორმით;
  • სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (მეორადი მონაცემების) ანალიზი;
  • წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ზეპირი წარდგენა;
  • კონკრეტულ პრობლემაზე საკუთარი მოსაზრების წერილობით გადმოცემა;

ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენცია

შეუძლია ქართულ და უცხოურ ენებზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან პროფესიულ საკითხებზე, საკამათო საკითხების არსებობისას კომუნიკაციის სწორი ფორმით წარმართვა

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია:

ინტერნეტ-რესურსების გამოყენების, საინფორმაციო ტექნოლოგიების როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;


ე) სწავლის უნარი:

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრმა უნდა შეძლოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვა,

კერძოდ სტუდენტს შეუძლია

  • უწყვეტი განათლების (მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის) საჭიროების გაცნობიერება;
  • საკუთარი სწავლის მისწრაფებების განსაზღვრა გარემოს და შესაძლებლობების გათვალისწინებით და ცოდნის გაღრმავების სტრატეგიის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება
  • საკუთარი ცოდნის თანამიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროების გაცნობიერების მიზნით, მომავალი სწავლის სტრატეგიის შემუშავება და ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება
  • საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და სტრუქტურირების უნარის გამომუშავება; 
  • გამოცდილებითი სწავლების მეშვეობით  პიროვნული ზრდის გამოცდილება.

ვ) ღირებულებები:

კურსდამტავრებულს უნდა გააჩნდეს შემდეგი ღირებულებები :

  • პროფესიული კეთილსინდისიერება და პროფესიული კორექტულობა - ფსიქოლოგიური კვლევის ეთიკის სტანდარტების დაცვა და მათ დამკვიდრებაში მონაწილეობა;
  • განსხვავებულ ეთიკურ ჯგუფებთან მუშაობა წინასწარი განწყობების გარეშე (მიუკერძოებლობა);
  • „თვითდაჯერებულობის ბარიერის“ ფენომენის გაცნობიერება და დაძლევა;
  • კრიტიკის კორექტულად გამოთქმისა და მიღების უნარი;
  • პიროვნული ზრდისა და პერმანენტული თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.
  • პროფესიული კორექტულობა (მეცნიერული ეთიკის სტანდარტების დაცვა).

ცნობს და აღიარებს

  • ადამიანთა ურთიერთობაში კორექტულობის მნიშვნელობას და იღწვის მის დასამკვიდრებლად.
  • სხვადასხვა ჯგუფების ღირებულებებსა და ატიტუდებს;