English
EN GE

სწავლის შედეგები

  • ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კომპონენტების (საუნივერისტეტო, სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების) შინაარსი, სწავლის და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით დასახული სწავლის შედეგების მიღწევას და მათი ერთობლიობა ხელს უწყობს პროგრამით გათვალისწინებული  სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ბაკალავრიატის საფეხურის აღმწერის სათანადო დონით. პროგრამის სწავლის შედეგები ასევე უზრუნველჰყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას განათლების შემდგომ საფეხურზე-მაგისტარტურაში და დასაქმების ბაზარზე.
  • ცოდნა და გაცნობიერება
  • ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს სოციალური მეცნიერებების მიმართულების შესახებ (მასობრივი კომუნიკაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები) და ჟურნალისტიკის სფეროს ცალკეული ინსტიტუტების თეორიული და პრაქტიკული საკითხების გარშემო ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას და აცნობიერებს ამ დარგის/სფეროს კომპლექსურ საკითხებს, კერძოდ:

  • იცნობს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის სფეროს, იცის ჟურნალისტიკის ძირითადი ცნებები და ტერმინოლოგია, ჟურნალისტიკის როგორც პროფესიის არსსა და საზოგადოებრივ როლი, იცნობს ჟურნალისტიკის, როგორც მეცნიერების, პრინციპებს, ძირითად თეორიებს, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შინაარსს; 
  • იცნობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებს და აცნობიერებს მათ უთიერთდამოკიდებულებას;
  • იცის თანამედროვე მედიის განვითარების თეორიები; მედიასისტემების ფუნქციონირების მიმართულებები; მედიის ინსტიტუტების დაფინანსების ფორმები და წყაროები, მედიის განვითარების სპეციფიკა და მისი თანამედროვე გამოწვევები;
  • იცის ჟურნალისტიკის ისტორია, თავისებურებები და როლი საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და მათ შორის თანამედროვე საქართველოში, გააზრებული აქვს ქართული პუბლიცისტური აზროვნების განვითარების გზა, იცნობს ქართველი რედაქტორებისა და პუბლიცისტების შემოქმედებას.
  • აცნობიერებს ჟურნალისტის პროფესიის თავისებურებებს, გაცნობიერებული აქვს ჟურნალისტისათვის სიზუსტის დაცვისა და ინფორმაციის გადამოწმების მნიშვნელობა; ინფორმაციის დაბალანსებული გადაცემა, იცნობს თანამედროვეობის აქტუალური პრობლემატიკის ჟურნალისტურ ფაქტად გადაქცევისა და ჟურნალისტური ტექსტის ფორმატირების წესებს.
  • გაცნობიერებული აქვს ზეპირმეტყველების კულტურის ნორმების პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების მნიშვნელობა. აქვს ზეპირმეტყველების ბუნებისა და ნორმების ცოდნა;
  • აქვს პუბლიცისტური ენისა და სტილისტიკის შესახებ ფართო ცოდნა, პუბლიცისტური ფუნქციური სტილისა და გრამატიკული სტილისტიკის ნორმათა გაცნობიერება. 
  • გაცნობიერებული აქვს ახალი ამბების ჟურნალისტიკის დანიშნულება და როლი, იცნობს ახალი ამბების ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს, ახალ ამბებში ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნის წესს, „ახალი ამბის“ აგების სტრუქტურასა და საინფორმაციო გამოშვებაში ახალი ამბების გადაცემის თანმიმდევრობის დანიშნულებას; 
  • აქვს ფართო ცოდნა ანალიტიკური ჟურნალისტიკის სფეროში. გააზრებული აქვს მისი დანიშნულება და როლი, 
  • იცის მედია სამართლის და თვითრეგულირების ძირითადი პრინციპები. გაცნობირებული აქვს საერთაშორისო ნორმატიულ აქტების, საქართველოში მოქმედი კანონების თეზისები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას. 
  • იცის რა არის საზოგადოებასთან ურთიერთბა (PR) და რეკლამა. რა სხვაობაა მათ შორის. შესწავლილი აქვს საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობის მიღწევის წესები, ძირითადი მიმართულებები და კლასიკური მოდელები. იცის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული ეთიკა (პროფესიული ქცევის საერთაშორისო და ეროვნული დოკუმენტები), ერკვევა მარკეტინგულ PR-ში და სხვ. ერკვევა მედიაში არსებული ყველა სახის რეკლამის თავისებურებებში, შეუძლია რეკლამის ფსიქოლოგიური მომენტების ეფექტურად გამოყენება, პოლიტიკური და სოციალური რეკლამების ნიუანსებში ჩაწვდომა. 
  • აქვს ჟურნალისტიკის სოციოლოგიის პრობლემატიკის ფართო ცოდნა; გათავისებული აქვს ჟურნალისტიკისა და სოციოლოგიის თანამედროვე თეორიების საკითხების თავისებურებანი; სოციოლოგიური კვლევების როლი თანამედროვე ჟურნალიზმის არსის განსაზღვრაში.შეუძლია თანამედროვე სოციალურ სივრცეში პროფესიული ორიენტირება.
  • გააზრებული აქვს ფოტოჟურნალისტიკის სახელოვნებო ასპექტი და აცნობიერებს მედიატექსტის ვიზუალიზების პერპექტივებს.
  • აქვს ტელეჟურნალისტიკის სფეროს ფართო ცოდნა, თანამედროვე მედიათეორიების და პრინციპების კრიტიკული გააზრების უნარი; გაცნობიერებული აქვს ტელემაუწყებლობის კოპლექსური საკითხების თავისებურებები.
  • აქვს ინტერნეტჟურნალისტიკის პრინციპების ცოდნა; ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების და გადამოწმების ტექნიკების (სხვადასხვა წყაროების, მონაცემების და ა.შ.) ცოდნა; 
  • იცის ბაზარზე ტრადიციული და ახალი მედიის გრძელვადიანი ტენდენციების პროგნოზირების, ახალი მედიის პროდუქტზე მოთხოვნის ტენდენციები.
  • იცნობს მედიის სფეროში გამოსაყენებელ კლასიკური და თანამედროვე პოლიტტექნოლოგიების არსს, აქვს პროფესიული მარკერების და მიზნობრიობის ფართო ცოდნა. 
  • აქვს ჟურნალისტიკის სფეროს მენეჯმენტის თეორიებისა და პრინციპების ფართო ცოდნა; შეუძლია მომიჯნავე დარგებთან ჟურნალისტიკის მენეჯმენტის საკითხების გააზრება. 
  • აქვს ჟურნალისტიკის პროფესიული საქმიანობის პრაქტიკული მხარეების ფართო ცოდნა, რომელიც დამყარებული იქნება თანამედროვე ჟურნალიზმის არსის, თეორიების, პროფესიული ეთიკის კრიტიკულ გააზრებაზე
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი 
  • კურსდამთავრებულს შეუძლია ჟურნალისტიკის სფეროსთვის სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე სოციალურ მეცნიერებათა სფეროს ზოგიერთი გამორჩეული (სოციაოლოგიური) მეთოდოლოგიისის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, რაც აისახა შემდეგ კომპეტენციებში:

    სტუდენტს შეუძლია : 

  • სფეროს შესახებ მიღებული ცოდნის - ჟურნალისტიკის პროფესიული საქმიანობის პრინციპების, ინფორმაციის ძიების, მედიატექსტის შექმნა-ფორმატირების თანამედროვე მიდგომების გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად;
  • სხვადასხვა ჟანრისა და სახეობის მედია პროდუქციის მომზადება; აქტუალური პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული გზების დადგენა; პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული საშუალებების განსაზღვრა; ჟურნალისტური პროცესების ანალიზი, ფორმალიზება, კლასიფიცირება; პროფესიოული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა.
  • მიზნობრივი ტექსტისათვის მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ინტერპრეტირება, ტექსტის ლინგვისტიკის მეთოდების გამოყენებით მიზნობ-რივი ტექსტის შექმნა (დაწერა); აქვს განსაზღვრული პუბლიცისტური წყაროების და მასალების მიხედვით ტექსტის შექმნის უნარი.
  • ჟურნალისტური ამოცანის შესაბამისად, მასალის ოპერატიულად მოპოვება, მის ობიექტურად და მიუკერძოებლად გადაცემა ჟანრის შესაბამისად; მნიშვნელოვანი ფაქტის, მოვლენის მაყურებლამდე საინტერესოდ მიტანა (კადრი, რაკურსი, ხედი, მონტაჟი, კადრშიგნით და კადრსგარეთ ტექსტი).
  • ფოტოჟურნალისტიკისათვის საჭირო უნარების გამოყენება, ფოტოს მეშვეობით ჟურნალისტური პროდუქტის შექმნა, ფოტოს დამუშავება, აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა შინაარსის ჟურნალისტური მასალის ვიზუალიზაციის უნარი.
  • სტილისტურად გამართულად საუბარი, წერა, ინფორმაციის სწრაფად მოძიება და დამუშავება, აქვს უნარი, გაუმკლავდეს სტრესულ სამუშაო გარემოს. შეუძლია ტელეკამერებთან მუშაობა და სამონტაჟო პროგრამებით ტელეპროდუქტის შექმნა.
  • ჟურნალისტიკის აქტუალურ პრობლემათა ფართო ცოდნის საფუძველზე შესაბამისი ტექნოლოგიის შერჩევა და თანამედროვე სტანდარტების მედიაპროდუქტის შექმნა.
  • საჭირო რესურსების გამოყენების შედეგად ინფორმაციის მოპოვება (მაგ: ონლაინ ღია-რესურსების და საარქივო მასალების ძიება, სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, ელექტრონული მონაცემების მოძიება)
  • ჟურნალისტიკის სფეროს ლექსიკა–ფრაზეოლოგიის, ასევე ფუნქციური წერის სტილის ნორმების გამოყენება. შეუძლია პუბლიცისტური ტექსტის აგება პროფესიული მიზნობრივი მედია ტექსტის შექმნის ამოცანების შესაბამისად: ტექსტის სტრუქტურული ელემენტების შეკავშირება, ფაქტის, არგუმენტის, პრობლემის, გამონაგონის, დეტალის, სხვა ელემენტების ფუნქციათა გათვალისწინებით თანამედროვე სტანდარტების პუბლიცისტური ტექსტის შექმნა.
  • გამართული სალიტერატურო ენით მეტყველება. იყენებს სფეროსათვის შესაბამის ტერმინოლოგიას. შეუძლია სხვათა მეტყველებისას ტიპობრივი შეცდომების დადგენა და მათი გამომწვევი მიზეზების გაანალიზება. აქვს ენობრივი მახასიათებლების გააზრების უნარი. 
  • ვერბალური კომუნიკაციების თანამედროვე სოციოტექნიკების კომუნიკაციების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება; საჯარო კამათში მონაწილება როგორც უშუალო მონაწილის, ასევე მოდერატორის როლში. 
  • საჯარო სიტყვის აგება, მეტყველების სტილური ნაირსახეობების  გამოყენება; იცის საჯარო კამათის ანუ პოლემიკური ოსტატობის არსი, საფუძვლები, სახეობები (დისპუტები, დისკუსიები, თოქ-შოუ) სპეციფიკა და საჯარო გამოსვლებში ამ ცოდნის გამოყენება.
  • ჟურნალისტიკის პროფესიული სფეროსათვის დამახასიათებელი და ზოგიერთი სოციოლოგიური მეთოდის გამოყენება კომუნიკაციური პრობლემების გადასაჭრელად
  • პროფესიულ საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოიყენება. პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი კონტაქტების ბაზის შექმნა და მუდმივად განახლება.
  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების შესახებ შეძენილი ცოდნა გამოიყენოს პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. 
  • ეფექტური PR ტექნოლოგიის გამოყენება, აქტიური მონაწილეობის მიღება PR კამპანიაში. კრიზისული სიტუაციების დროს PR-ის წარმართვა. 
  • რეკლამისთვის ტექსტის დაწერა, სარეკლამო რგოლის შექმნაში მონაწილეობა; მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სისტემატიზირება; დარგობრივ საკითხზე დისკუსიის წარმართვა და კრიტიკული აზროვნება; 
  • ჟურნალისტიკის სოციოლოგიის სფეროს პრობლემათა გააზრება და სოციალური შემეცნების მეთოდების გამოყენება სოციალური ჯგუფების ურთიერთობის გააზრებისათვის. 
  • მედიადაგეგმარების ფუნქციის საგამომცემლო საქმიანობაში მიზნობრივი გამოყენება, მასკომუნიკაციური ტექსტების ფორმისა და შინაარსის განსაზღვრა; მედია ტექსტების ფორმატირება და თანამედროვე სტანდარტების მზა პროდუქციის შექმნა.
  • თანამედროვე მულტიმედიური ტექნოლოგიების გამოყენება პროფესიულ და პრაქტიკულ საქმიანობაში. 
  • მედიატექსტის რედაქტირების უნარ–ჩვევათა გამომუშავება; მასმედიის ტექსტის ენობრივ-სტილისტური დამუშავება თანამედროვე სტანდარტებთნ შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ინტერნეტ ბაზარის შესწავლა, მასობრივ საინფორმაციო საშუალების საიტისათვის მასალის მომზადება  შეუძლია ინტერნეტმედიის შექმნა, აქვს მედია სოციალური ქსელების არხების, როგორც ბაზრის, შესწავლისა და მედიის სოციალური ქსელების არხების ინფორმაციის გაცვლის თვასაზრისით გაძლიერების უნარი;
  • პროფესიული მედია პროდუქციის მენეჯმენტური რესურსების ეფექტურად მართვა გამორჩეული მეთოდის გამოყენებით.
  • პრაქტიკული ჟურნალისტური ან ჟურნალისტიკისმცოდნეობითი კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მოცემულობებისა და მითითებების მიხედვით.
  • დასკვნის უნარი
  • პროფესიული ამოცანის გადასაჭრელად აუცილბელი მონაცემების შეგროვება და მათ გამოყენების და გამოყენების ფორმის თაობაზე დასკვნის მიღება განმარტება, ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება:
  • ინფორმაციის წყაროების მოძიება, დამუშავება, ინფორმაციის შექმნა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მისი გავრცელების ფორმისა და შინაარსის, ასევე პროფესიული ჟურნლიატური აბსტრაქტული პრობლემების და სიტუაციების თანამედროვე ჟურნალიზმის მეთოდების, ან კრიტიკული აზროვნების გამოყენებით პროფესიული სტანდარტების შესატყვისი ანალიზისა და არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბება  პროფესიული ამოცანის გადასაჭრელად.
  • ჟურნალისტიკის სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება, განმარტება, პროფესიული სიტუაციების ანალიზი, სტანდარტული ან სპეციფიური მეთოდის გამოყენებით და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება. 
  • კონკრეტული ამოცანის ოპერატიულად გადასაჭრელად აქტუალობის მიხედვით ინფორმაციის დახარისხება და ოპტიმალური შერჩევა, ინფორმაციის გადმოცემის საუკეთესო ვარიანტისთვის არასტანდარტულ სიტუაციაში აუდიო-ვიზუალურად მომგებიანი მასალის შერჩევა; 
  • თანამედროვეობის აქტუალური პრობლემატიკის სფეროს გაცნობიერების საფუძველზე მათ ჟურნალისტურ ფაქტად გადაქცევის შესაძლებლობაზე და მედიატექსტის შექმნაზე დასკვნის გაკეთება.
  • პუბლიცისტური ტექსტის შექმნის მიზნით, მონაცემების შეგროვება, დალაგება, სტრუქტურირება და პროფესიული ამოცანების სპეციფიკის შესაბამისად ტექსტის აგების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
  • კრიტიკული აზროვნება, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და არგუმენტირებულად დაცვა; თვითანალიზი. 
  • პროფესიულ დებატებში მონაწილეობისას შეუძლია მასალებისა და წყაროების აღქმის, ინტრპრეტირების, დაჯგუფების შედეგად არგუმენტირებული დასკვნების გაკეთების უნარი.
  • გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი პრინციპების დასაბუთება და დაცვა, მიზნობრივი პრობლემის გადასაწყვეტად არჩეული მეთოდების მიზანშეწონილობაზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბება.
  • გააჩნია ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობით პროფესიული საქმიანობის შეფასების უნარი.
  • კომუნიკაციის უნარი
  • იდეების, არსებული პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა, კომუნიკაცია პროფესიული ურთიერთობის სფეროში (კოლეგებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, რესპონდენტებთან, ჟურნალისტური პროდუქციის მომხმარებლებთან და ა შ) ქართულ და უცხოურ ენებზე, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება:
  • კომუნიკაციის დამყარება როგორც პროფესიონალებთან, ისე არასპეციალისტებთან - ფართო მკითხველ საზოგადოებასთან - მასობრივ მკითხველთან;
  • აქვს იდეებისა და ინფორმაციის გენერირების და თანმიმდევრულად გადაცემის უნარი. რესპონდენტებთან კომუნიკაციის დამყარების, პრიორიტეტების განსაზღვრის, თემატიკსა და წყაროების მოიძიების უნარი.
  • ეთერსა და პირდაპირ ეთერში მაყურებელთან კომუნიკაცია
  • აქვს ჟურნალიზმის იდეების და პრაქტიკული ჟურნალისტიკის პრინციპების გაცნობიერების საფუძველზე პრაქტიკული პროფესიული ამოცანების გადაჭრის გზების შესახებ დეტალური ანგარიშის მომზადების, სპეციალისტებისა და არასპეციალის¬ტე¬ბისათვის ინფორმაციის ქართულ და ინგლისურ ენებზე ზეპირად გადა¬ცემის და ამ გზით თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარი.
  • აქვს საქმიან კომუნიკაციაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების უნარები სათანადო ინფორმაციის და მონაცემების მისაღებად;
  • ინფორმაციის მოსაპოვებლად და გადასამოწმებლად ოფიციალურ სტრუქტურებთან, საჯარო პირებთან, სხვა რესპოდენტებთან ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაცია;
  • აქვს სოციალური ქსელების საშუალებით მოხმარებლებთან და რესპონდენტებთან აქტიური კომუნიკაციის მიღების უნარი;
  • საზოგადოებასთან წარმატებული ურთიერთობა და კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება.
  • აქვს ჟურნალისტური პროფესიული საქმიანობის პრობლემების, მათი გადაჭრის გზების დეტალური აღწერის და შესაბამისი ტექსტის მომზადების უნარი, სპეციალისტთა წრეში პროფესიული საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებზე კომუნიკაციის დამყარების უნარი. 
  • სწავლის უნარი
  • საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა, კერძოდ, გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების მიმართულებით ცოდნის მუდმივად გაღრმავების აუცილებლობა, როგორც პროფესიაში წარმატების პირობა, გათავისებული აქვს დარგის აკადემიური გამოწვევები და მედიის სფეროს სიახლეების უწყვეტად მიდევნების საჭიროება; 
  • მიღებული ცოდნის საფუძველზე სწავლის პროცესის, სფეროს გამოწვევებისა და საკუთარი აკადემიური თუ პროფესიული პროფილის ობიექტურად, თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება. 
  • ჟურნალისტიკის სფეროს შესახებ მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების თანმიმდევრული გააზრებისა და შეფასების საფუძველზე, აკადემიური და პროფესიული ინტერესების სფეროს განსაზღვრის, და, აღნიშნულის საფუძველზე, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენის უნარი.
  • სწავლის გაგრძელების თუ პროფესიული დახელოვნების საჭიროების განსაზღვრის და მათი თანმიმდევრულად განხორციელების უნარი
  • აქვს მედიის სფეროში ნოვაციების გამოვლენის, ანალიზისა და შეფასების შედეგად, ცოდნის მუდმივად განახლების უნარი;
  • შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასების და შეფასების საფუძველზე, ცოდნის კონკრეტული მიმართულებით განახლება-გაღრმავების საჭიროების დადგენის უნარი.
  • ღირებულებები
  • სტუდენტი მონაწილეობს ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად, რაც გამოიხატება შემდეგში:
  • ჟურნალიზმის და პრაქტიკული ჟურნალისტიკის სფეროების ღირებულე¬ბების (სიმართლე, ობიექტურობა, კონფიდენციალურობა, დამოუკიდებლობა, პატიოსნება, ადამიანის უფლებების პატივისცემა) გათავისება, სამართლიანობის გრძნობის ფორმირება და სწრაფვა მისი დამკვიდრებისკენ. 
  • ჟურნალისტური პროფესიული ეთიკის პრინციპებისა და ნორმების ერთგულება, დაცვის განუხრელი მცდელობა და დემოკრატიული, თავისუფალი ჟურნალისტიკის იდეალების დასამკვიდრებლად მუდმივი სწრაფმა. 
  • მონაწილეობა მედიაეთიკის ღირებულებათა დამკვიდრებაში და მედიასამართლის ნორმათა დაცვაში.
  • სამართლიანობის გრძნობის ფორმირება და ჟურნალისტური ეთიკური დილემების სამართლიანად გადაწყვეტა; 
  • ჟურნალისტური ტექსტის წერის, ინტერვიუს, რეპორტაჟის მომზადების, ტელე და ფოტო სიუჟეტის შექმნის პროცესში ობიექტურობის, ადამიანტა უფლებების დაცვის, მიუკერძოებლობის და სხვა ჟურნალისტიკის ამოსავალი პრინციპების გააზრება და განუხრელი დაცვა;
  • პუბლიცისტური ტექსტის ენობრივ–სტილისტური ნორმების დამკვიდრების პროცესში მონაწილეობა.
  • გაცნობიერებული აქვს სხვათა უფლებების პატივისცემის აუცილებლობა. გამომუშავებული აქვს ჟურნალისტიკის პროფესიული ეთიკის გამოყენებისა და სხვებისთვის გაზიარების უნარი. 
  • რიცის საზოგადოებასთან ურთიერთობების ღირებულებათა არსი, შეუძლია მათი დამკვიდრებისათვის პროფესიული აქტიურობა. 
  • გათავისებული ექნება მსოფლიო ჟურნალისტიკის საშუალებების ეთიკური ღირებულებები და შეადარებს ქართულ ანალოგებს. შეუძლია საზღვარგარეთული მედიის სამართლებრივი კანონმდებლობის და ეთიკური ღირებულებების ფორმირების პროცესში გააზრება და ქართულ მედიაში მათი დამკვიდრებისათვის სწრაფვა. 
  • პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულება; საზოგადოებისთვის ინფორმაციის კეთილსინდისიერად, დაბალანსებულად და მრავალმხრივ წარმოჩენის საჭიროების გათავისება; ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაში სოციალური და ონლაინ მედიის მნიშვნელბის გააზრებით.ჩარ
  • გათავისებული აქვს აკადემიური და პროფესიული პატიოსნების საკითხები პროფესიული თუ სასწავლო ნაშრომის შესრულებისას, ენობრივი და წერითი კომუნიკაციის თანამედროვე ენობრივ სტანდარტებისა და ეთიკურ ასპექტებთან ერთად.