English
EN GE

პროგრამის მიზანი

საერთაშორისო ურთიერთობების დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია გააცნოს ბაკალავრიატის სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული უახლესი მიმდინარეობები, შეუქმნას გარკვეული წარმოდგენა საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტებსა და საგარეო და შიდა უსაფრთხოების პრობლემებზე.

პროგრამის ამოცანაა გამოუმუშავოს სტუდენტს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის, შეფასებისა და მასთან დაკავშირებით ლოგიკური მსჯელობის უნარი, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, ანალიზის მსჯელობის, დასაბუთების აუცილებელი უნარები. დანერგოს კურსდამთავრებულებში საერთაშორისო ურთიერთობების სფეროსთვის დამახასიათებელი სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი, რაც აუცილებელი წინაპირობაა პოლიტიკურად განათლებული და საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებისათვის.