სამაგისტრო პროგრამის ყველა (სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი) კომპონენტების ერთობლიობა, მათი შინაარსის, სწავლისა და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მეორე (სამაგისტრო) საფეხურის აღმწერის სათანადო დონით.
პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი უნდა ფლობდეს თანამედროვე აქტუალურ კვლევებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნას საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირების კომპლექსურ საკითხებზე, ჰქონდეს პრობლემის ორიგინალური გზით გადაჭრის პრაქტიკული კომპეტენცია, საჭირო ინფორმაციის მოძიების და საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი. ასევე მაგისტრს უნდა შეეძლოს დარგის კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენება კვლევითი პროექტისათვის
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ჩამოუყალიბდება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, აცნობიერებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს;
კერძოდ ექნება თანამედროვე აქტუალურ კლევებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა შემდეგ საკითხებზე:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება. ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, მათ შორის, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;
კერძოდ, კურსდამთავრებული შეძლებს:
პროგრამის კურსდამთავრებულს გამომშავებული აქვს რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის, დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
კერძოდ სტუდენტს შეძლებს:
პროგრამის კურსდამთავრებული გამოიმუშავებს კომპეტენციას, მოახდინოს თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით,
კერძოდ მაგისტრს შეუძლია:
შეუძლია ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან პროფესიულ საკითხებზე, საკამათო საკითხების არსებობისას კომუნიკაციის სწორი ფორმებით წარმართვა
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია:
ინტერნეტ-რესურსების გამოყენების, საინფორმაციო ტექნოლოგიების როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრმა უნდა შეძლოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვის მაღალი დონე,
კერძოდ სტუდენტს შეუძლია:
კურსდამთავრებულს ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა შემდეგი გზით:
იცის სამეცნიერო პოლემიკის, სხვა ავტორების ნაშრომების ციტირების და შედეგების გამოყენების წესები და ეთიკა. შეუძლია ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება;
აცნობიერებს საგანმანათლებლო სფეროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების საზოგადოებრივ ამოცანას და მის პასუხისმგებლობას, და შეუძლია აღნიშნული ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა;
გამომუშავებული აქვს კრიტიკის კორექტულად გამოთქმისა და მიღების უნარი;
პიროვნული ზრდისა და პერმანენტული თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;
მეცნიერული ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვა;
საგანმანათლებლო სფეროს ეფექტური მმართველობის (good leadership) მნიშვნელობას;