ინგლისური ფილოლოგიის დამატებითი (minor) პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტს დაეუფლოს პრაქტიკულ ინგლისურ ენას საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს სტანდარტით განსაზღვრულ B 2 დონეზე და გამოუმუშაოს კითხვის, მოსმენის, წერის, საუბრის, მოსმენილი მასალის აღქმისა და მასზე სათანადო რეაგირების სტრატეგიები ინგლისური ენის სხვადასხვა მასალაზე; წარმოდგენა შეუქმნას ინგლისური ლიტერატურის ისტორიის (შუა საუკუნეებიდან დღემდე) განვითარების უმნიშვნელოვანესი ტენდენციების შესახებ, გააცნოს ცბობილ ინგლისელ მწერალთა და დრამატურგთა შემოქმედება და მხატვრული ნაწარმოებები, გამოუმუშავოს მათი შეფასების, მხატვრული ანალიზისა და გარჩევის უნარ-ჩვევები.
”ინგლისური ფილოლოგიის“ დამატებითი minor პროგრამის სწავლების უზრუნველყოფა ხდება ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაზო უნარების ათვისების პრინციპით. საგანმანათლებლო პროგრამა არის დამატებითი სპეციალობის შეძენის მსურველთათვის. მთლიანობაში Minor პროგრამა ორიენტირებულია საბაზო უნარ-ჩვევების შეძენაზე. პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტის ინდივიდუალური ანალიტიკური უნარების ფორმირებას, განვითარებას, კარიერული შესაძლებლობის გაფართოებას.