EN GE

SEU Art Project -ი შეიქმნა 2012 წლის 30 მაისს.

SEU Art Project არის სეუ-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ხელოვნების თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს. ჯგუფის პრემიერა შედგა 2012 წლის 20 სექტემბერს სასტუმრო Radison-ში.

ჯგუფმა 2012 წლის 25 დეკემბერს კლუბ “night office”-ში გამართა შოუ პროგრამა, სადაც ცნობილი მომღერლები და მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას.

2013 წლის 20 ივნისს, რკინიგზელთა სასახლეში, შედგა პრემიერა შოუ სპექტაკლისა -"ქრისტეფორეს მოგზაურობა, ანუ ჯადოსნური სიზმრები". სპექტაკლში ასევე მონაწილეობას იღებდა სეუ-ს ბენდი და ქორეოგრაფიული ცეკვის ანსამბლი “SEU GEORGIA”.

SEU Art Project-მა 2013-2014 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტ “ნიჭიერში” , ჩრდილების თეატრის და ჩრდილების ცეკვის ნომრით და ორივე ჯერზე ნახევარფინალისტი გახდა, ხოლო 2014-2015 წლებში ამავე პროექტში გახდა ფინალისტი.

SEU Art Project-ი „სტუდენტური დღეების სამგზის -ის გამარჯვებულია, სადაც მოიპოვა ნომინაცია ყველაზე „ორიგინალური ნომერი“, საუკეთესო დუეტი და ბენდი ჟიურის სიმპათია.

2015 წელს ჯგუფმა გახსნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 11 მომღერლით და 400 სტუდენტით რომლებიც მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომერს ასრულებდნენ, ასევე სარეკლამო რგოლი გაუკეთა 2015 წლის უეფას ჩემპიონთა თასს ჩრდილების თეატრით.

სამხატვრო ხელმძღვანელი : ბექა მაქაცარია