English
EN GE

გაცვლითი სემესტრი გერმანიაში - იურიდიული ფაკულტეტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამას.

  • პროგრამის ხანგრძლივობა – ერთი სემესტრი
  • პროგრამის ენა – ინგლისური ან გერმანული
  • პროგრამის ღირებულება – უფასო
  • შერჩევის წესი – აპლიკაციათა განხილვა, ტესტირება უცხო ენაში, გასაუბრება

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაციის ფორმა

 

სტაჟირება გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებში - იურიდიული ფაკულტეტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბრემენის სასამართლოში, პროკურატურასა და ადვოკატურაში.

  • პროგრამის ხანგრძლივობა – 2 თვე
  • პროგრამის ენა – გერმანული
  • პროგრამის ღირებულება – უფასო


შერჩევის წესი – აპლიკაციათა განხილვა, ტესტირება უცხო ენაში, გასაუბრება გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაციის ფორმა.

საზაფხულო მოხალისეობრივი სტაჟირების პროგრამა AIESEC GLOBAL CITIZEN

საერთაშორისო მოხალისეობრივი სტაჟირება Global Citizen მოიცავს მონაწილეთა სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ჩართულობას, მულტიკულტურულ გუნდთან ერთად მუშაობას, ტრენინგების და სესიების ფასილიტაციას სკოლებში, უნივერსიტეტებსა თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში.
SEU-ს 5 საუკეთესო სტუდენტს ყოველწლიურად აქვთ საშუალება უნივერსიტეტის დაფინანსებით გაიარონ აღნიშნული პროგრამა

  • პროგრამის ხანგრძლივობა – 6 კვირა
  • პროგრამის ენა – ინგლისური
  • პროგრამის ღირებულება – უფასო (კონკურსის წესით შერჩეული 5 აპლიკანტისთვის)
  • შერჩევის წესი – აპლიკაციათა განხილვა, გასაუბრება