სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი

ჩვენი გუნდი

ცენტრის დირექტორი

დოქტ. ირაკლი სამხარაძე

სამართლის დოქტორი (Ph.D. in Law), ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის დირექტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის მაგისტრი (LL.M.) საერთაშორისო და ევროპის საჯარო სამართლის სფეროში.

ირაკლი სამხარაძეს აქვს 10 წლიანი სამუშაო - სამეცნიერო და პროფესიული გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე ბელგიასა და გერმანიაში. ამჟამად იგი არის გერმანული ენერგეტიკული კომპანია - OMNIA GmbH - ის მრჩეველი ენერგეტიკის დარგში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით. მას აქვს 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) და სხვადასხვა წლებში ეკავა პოზიციები საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

იგი ეწევა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას, რის ფარგლებშიც არის არაერთი სტიპენდიისა და საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. ირაკლი ბრიუგეს მდგრადი განვითარების კოლეჯის მკვლევარია და გამოქვეყნებული აქვს  მრავალი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი, როგორც ქართულ ისე, უცხოურ ბეჭდურ და ელექტრონულ გამოცემებსა და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. შრომების უმრავლესობა მოიცავს ენერგეტიკის სამართალს, კლიმატის ცვლილებას, ევროპეიზაციას და ევროკავშირის სამართლის საგარეო ასპექტებს.

2. ცენტრის კოორდინატორი

ლილი სალაძე არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ფლობს ბაკალავრის ხარისხს საჯარო მმართველობაში.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ახალგაზრდული პოლიტიკა, საკანონმდებლო პროცესში ჩართულობა და მონაწილეობა. ლილი 2021 წელს სტაჟირებას გადიოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც მონაწილეობდა ისეთი კვლევების განხორციელებაში, რომლებიც შეეხებოდა სასკოლო განათლებას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს.

2022 წლიდან ლილი არის მოხალისე გაეროს ბავშვთა ფონდში (UNICEF) და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროექტის, ტრენინგისა თუ კონფერენციის დაგეგმვაში, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის უფლებებთან, ინკლუზიურ განათლებასთან და ახალგაზრდების ჩართულობასთან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამავდროულად ლილი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის კოორდინატორი და უზრუნველყოფს ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების ორგანიზაციულ მხარდაჭერას.

3. ცენტრის სამეცნიერო საბჭო

თანამშრომლობა

  • სახელმწიფო ორგანოები, ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი დაწესებულებები
  • უცხოეთის სასწავლო-კვლევითი დაწესებულებები - ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატი
  • განვითარებადი თანამშრომლობის ორგანიზაციები, ქვეყანაში ოპერირებადი დონორები და სხვა დაინტერესებული მხარეები
  • შიდაუწყებრივი კოორდინაცია - ვიცე-რექტორი, სამეცნიერო კვლევითი განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახური
Message body empty