English
EN GE

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.

დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

გარე გაყიდვების ექსპერტი უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციების მუდმივ ზრდას.

 

მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

 

ბოლო ვადა: 20 დეკემბერი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.