English
EN GE

"პსპ ფარმა" აცხადებს სერვისის უზრუნველყოფის სპეციალისტის ვაკანსიას.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აფთიაქებში მომსახურების სტანდარტების დანერგვის მიზნით პერსონალის მომსახურების მონიტორინგი
  • მონიტორინგის შედეგების კომპიუტერულ პროგრამაში ასახვა;
  • მონიტორინგის შედეგებზე დაყრდონით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშვება
  • თანამშრომელთან უკუკავშირი და სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება
  • მომსახურების სტანდარტების სრულყოფაში მონაწილეობის მიღება
  • სავაჭრო ობიექტის ანალიზი მომსახურების კუთხით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – სასურველია  ფსიქოლოგიის მიმართულებით
  • სასურველია სერვისის ან სერვისის მონიტორინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადები

 

პიროვნული თვისებები:

  • ობიექტურობა/მიუკერძოებლობა
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი
  • პრობლემებისადმი სენსიტიურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებისას
  • დროის დეფიციტში და მკაცრ ვადებში მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი 02 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@psp.ge