SEU სამეცნიერო გრანტი
საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს პროფესორებისა და ლექტორებისთვის.
კონკურსის პირველი ეტაპის საგრანტო პროექტების მიღების პერიოდი: 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით
-
საგრანტო კონკურსის ძირითადი პრიორიტეტები:
-
- სასწავლო კურსების ლიტერატურის თარგმნა
- სახელმძღვანელო და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემაზე
- კვლევითი სტატიის საერთაშორისო რეფერირებულ, იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოცემის ხელშეწყობა
- გამოყენებითი სამეცნიერო კვლევის განხორციელება
- კვლევითი ინფრასტრუქტურის ორგანიზება
- ერთობლივი საგრანტო პროექტების თანადაფინანსება
- სამეცნიერო მივლინებები
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი
-
2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის ფარგლებში საუნივერსიტეტო კვლევითი გრანტის საერთო ოდენობა შეადგენს 25 000 ლარს.
საგრანტო პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს:
- 1 პროექტისთვის - 10 000 ლარი
- 1 პროექტისთვის - 5 000 ლარი
- 2 პროექტისთვის - 3 000 ლარი
- 4 პროექტისთვის - 1 000 ლარი
საგრანტო კონკურსის პირობები
-
- საგრანტო კონკურსი შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო მიმართულებებსა და უმაღლესი განათლების განვითარების პრიორიტეტებს.
- საგრანტო კონკურსის განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორის ან ლექტორის მიერ. სხვა მკვლევარის მიერ წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია დაშვებულ იქნას კონკურსში მხოლოდ უნივერსიტეტისა და აკადემიური საბჭოს წინანსწარი თანხმობის შემთხვევაში.
- საგრანტო პროექტის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია პროექტში სხვა პირების ჩართვა დროებითი სამუშაოს შესასრულებლად. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტს რომლითაც უზრუნველყოფილია სეუს პროფესორების, ლექტორების და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა.
- კვლევითი პროექტი უნდა შესრულდეს და მისი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის სახელით, ერთობლივი პროექტი - უნივერსიტეტის სახელის გამოყენებით.
- კვლევის შინაარსი უნდა წარმოადგენდეს სიახლეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცისათვის და არ უნდა იმეორებდეს უკვე შესრულებულ კვლევის/გამოცემების შინაარსს.
- აუცილებელია კვლევაში რელევანტური, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების ადექვატური წყაროებისა და კვლევის მეთოდების გამოყენება.
- საჭიროების შემთხვევაში, საგრანტო განაცხადის ავტორს განაცხადის შეტანამდე შეთანხმებული უნდა ქონდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესაბამის მფლობელებთან ამ უფლებების შემცველი წყაროების გამოყენების საკითხი.
- საგრანტო განაცხადის წარდგენიდან კვლევის დასრულებამდე პროექტის ყველა მონაწილეზე ვრცელდება უნივერსიტეტის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტები.
საგრანტო განაცხადის ფორმა
საგრანტო აპლიკაციების წარმოდგენის წესი:
საგრანტო განაცხადები მიიღება 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე [email protected]