English
EN GE

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ვაკანტურ თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი

ანაზღაურება: შეთანხმებით

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ფაკულტეტის პრესტიჟზე, მის პრეზენტირებაზე,  სტუდენტებისა და აკადემიური კორპუსის მოზიდვაზე ზრუნვა;
  • ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში პროგრამის ხელმძღვანელთა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის მუშაობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • შეხვედრების გამართვა სტუდენტებთან, შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად;
  • გამოცდების შედეგების მითითებულ ვადებში მონაცემთა ბაზაში განთავსების მონიტორინგი;
  • სტუდენტების პრაქტიკის გავლის პროცესის და პრაქტიკული გამოცდილების აღიარების ორგანიზება პროგრამის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით;
  • სტუდენტების სამეცნიერო (საბაკალავრო და სამაგისტრო) ნაშრომების  თემატიკის შეთანხმებისა და კვლევით ნაშრომზე მუშაობის პროცესის ორგანიზება;
  • უზრუნველყოფს საფაკულტეტო კომისიების (საკონკურსო, კვალიფიკაციის მინიჭების, საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომებისა და პრაქტიკის დაცვის) შექმნას და ხელმძღვანელობს კომისიების მუშაობას;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება ფაკულტეტის აკადემიური კორპუსის მიერ უნივერსიტეტის აკადემიური კალენდარის და სასწავლო რეგულაციების შესრულების თაობაზე;
  • საგრანტო კონკურსებში ფაკულტეტის პერსონალის მონაწილეობის/ჩართულობის ორგანიზება;
  • სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისთვის დაფინანსების წყაროების მოზიდვაზე ზრუნვა, უნივერსიტეტიდან თუ გარეშე დონორებიდან;
  • ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება;
  • ფაკულტეტის ფარგლებში აკადემიური საქმიანობის მონიტორინგი;
  • უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის ყოველწლიური თვითშეფასება.

 -

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება მედიცინის მიმართულებით.
  •  ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
  •  საქმიანი კომუნიკაციის წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით);
  •  ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS office: word, excel, power point ).

-

პიროვნული თვისებები

  •  კომუნიკაბელურობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  მოწესრიგებულობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.


განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@seu.edu.ge

    1.რეზიუმე/CV

    2.დიპლომის ასლი 

    3.სამოტივაციო წერილი 


გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge