სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

პროგრამის მიზანი

სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მაღალი კომპეტენციის ფსიქოლოგების მომზადებას ფსიქოლოგიის ყველაზე ფართო, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალიზაციაში, შეასწავლოს სტუდენტს სოციუმთან ადამიანთა ურთიერთქმედების ზოგადი და სპეციფიკური კანონზომიერებები, ჯგუფის, როგორც საზოგადოებრივი ფორმაციის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი საკითხები, გააცნოს სხვადასხვა სოციალური როლისა და ნორმატული სისტემის ადამიანზე ზემოქმედების კანონზომიერებანი.

პროგრამის ამოცანაა განუვითაროს სტუდენტს ინდივიდუალური და ჯგუფური ქცევის ანალიზისა და შემეცნების კომპეტენცია, გააცნობიერებინოს ადამიანთა ქცევის განმაპირობებელი ფაქტორები, გავლენისა და ლიდერობის უკან არსებული ფსიქოლოგიური ფაქტორების ანალიზ უნარი, მიღებული ცოდნის გარღმავების, სამეცნიერო წყაროებთან მუშაობის, პრაქტიკულ სიტუაციასთან მისადაგების და დამოუკიდებელ კვლევაში თუ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების უნარები.

პროგრამა ითვალისწინებს თეორიული საფუძვლების, კონკრეტული სტრატეგიების და მათი ადექვატური გამოყენების ხერხების ღრმა და სისტემურ შესწავლას. ადამიანის სოციალური გარემოს ოპტიმალური ურთიერთქმედების პრინციპების დაუფლებას.

პროგრამის მიზანია მაგისტრს გამოუმუშავოს ახალი, ორიგინალური იდეებით პროფესიული პრობლემის გადაჭრის გზების ძიების, მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედების, კომპლექსური პრობლემების ორიგინალურად გადაწყვეტის დარგის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენების უნარები, ჩაუსახოს სტუდენტს რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის, პროფესიული განვითარების სტრატეგიულად დაგეგმვის, თვითშემეცნებისა და პროფესიული ზრდის გამოწვევები

პრაქტიკოსი ფსიქოლოგისათვის აუცილებელი კვლევითი, პრაქტიკული და თეორიული ბაზისის ფორმირება ხდება პროგრამაში შესაბამისი პროფილის (სასწავლო, კვლევითი, პრაქტიკული) სასწავლო კომპონენტიბის არჩევით, განუვითაროს დარგობრივი კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებისა და სამეცნიერო ნაშრომის შესრულების კომპეტენცია საგანმანათლებლო საფეხურის დონის შესაბამისად.

Message body empty