English
EN GE

კობა არაბული  სასწავლო სახელმძღვანელო: „ტურიზმის საფუძვლები

 

წიგნის მიზანია სტუდენტებს შესთავაზოს ტურიზმის სფეროში გამოცდილებასა და უახლეს ცოდნაზე დაფუძნებული წიგნი. რომელიც მაღალი გრაფიკული ხარისხის ვიზუალური მასალითა და თემების დაწვრილებითი ანალიზით იდეალური შესავალი იქნება ტურიზმის სფეროში.

 

პროექტის ბიუჯეტი 5000 ლარი.

 

ნოდარ სარჯველაძე  წიგნი და კვლევა:  "პიროვნება, სოციუმი, კონსულტირება"

 

პროექტის მიზანია ავტორის კონცეფცია პიროვნება, სოციუმი, კონსულტირება გადაიქცეს იმ პლატფორმად, რომლის საფუძველზეც პიროვნების სოციალური-ფსიქოლოგიური კვლევების სერია ჩატარდება წლების განმავლობაში სეუ-ს სტუდენტებისა და მაგისტრატების მიერ.  კონცეპციის ამოსავალი დებულებაა, პიროვნება, როგორც სოციალურ ურთიერთქმედებათა და თვითმიმართებათა (თვითშეფასებათა) ერთობლიობა , წარმოადგენს სისტემურ მთლიანობას. პროექტის დასრულებისას შეიქმენაბა ახალი ცოდნა რომლის საფუძველზეც სტუდენტები და პროფესიონალები გაიღრმავებენ ცოდნასა და შეიქმენაბა პლათფორმა მომავალი კვლევებისათვის.

 

პროექტის ბიუჯეტია 5000 ლარი

 

ლარისა დოლოკაშვილი წიგნი: "სასტუმროს მენეჯმენტი"

 

აღნიშნული კვლევისა და წიგნის გამოცემის მიზანია შექმნას ახალი ცოდნა ქართული სასტუმროების მენეჯმენტის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს   საუნივერსიტეტო და სხვა სასწავლო სივრცეში  ტურიზმის მიმართულებით მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების  მომზადებას.  "სასტუმროს მენეჯმენტის" გამოცემა მისი ცალკეული დეპარტამენტების მიხედვით გახლავთ პირველი მცდელობა საქართველოში მსგავსი კვლევის ჩატარების და ნაშრომის გამოცემისა.

პროექტის ბიუჯეტი 3000 ლარი 

 

 

ირაკლი არაბიძე: „შრომის უსაფრთხოების კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში”

 

აღნიშნული კვლევის მიზანია ყურადღების  გამახვილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში როგორც განხორციელებულ, ისე მიმდინარე პოლიტიკაზე შრომის უსაფრთხოების სფეროში. რა წინაპირობები არსებობს, რომლის გამოც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების რეფორმების გატარება.   ჩატარებული კვლევის შედეგების გაზიარება მოხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმოამდგენლებთან/სამსახურთან, თუ რა ტიპის დარღვევები არის აღმოჩენილი სასწავლო დაწესებულებეში, რა შესაძლო საფრთხეებს შეიცავს შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა როგორც უნივერსიტეტის პერსონალისათვის ისე სტუდენტებისთვის.

 

პორექტის ბიუჯეტი 5700 ლარი

 

გიორგი ცაავაევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა: ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა ევროპული არჩევანის პერსპექტივები.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გელა ცაავა გაემგზავრა საერთაშორისო კონფერენციაზე (Conference on Humanities and social science) გერმანიის ქალაქ ლაიპციგში,  სადაც წარმოადგინა საკუთარი კვლევა, რომლის მიზანია   საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისათვის ხელშესახები სიკეთეების შეთავაზების და მოსალოდნელი შედეგების გაანალიზება. აღნიშნული მცდელობა ემსახურება იმას, რომ ნათლად იყოს წარმოჩენილი ის საფრთხეები, რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან მეტი ინტეგრაცია შეიცავს, აგრეთვე ისიც, თუ როგორ შეიძლება ევროპასთან ინტეგრაციის/დემოკრატიზაციის დაპირისპირება ამ პროცესთან.