სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

პროგრამის მიზანი

საბანკო საქმეში სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე ფინანსური გარემოს მზარდ პრაქტიკულ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, რომელთაც ექნებათ საფინანსო სფეროების (საბანკო საქმე, სადაზღვევო ბიზნესი და სხვა) ღრმა და სისტემური ცოდნა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარები.
სწავლების პროცესში გათვალისწინებული იქნება სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები, საფინანსო ბაზრებისა და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.
პრობლემებზე ორიენტირებული სწავლება საშუალებას მისცემს სტუდენტებს ჩამოყალიბდნენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის ფინანსისტებად, რომლებიც შეძლებენ გადაწყვიტონ მათი სამუშაო ადგილიდან გამომდინარე განავითარონ და შემოქმედებითად გამოიყენონ სასწავლო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა.
პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე, პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. ამ მიზნით პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ურთიერთობები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან.


პროგრამის აქტუალობა

საზოგადოდ აღიარებულია საფინანსო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებაში. უკანასკნელ წლებში საქართველოს საფინანსო სექტორის ხვედრითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში (საბანკო სისტემის წამყვანი როლით) სტაბილურად მზარდია. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ ფინანსისტთა კადრებზე საჯარო სამსახურებისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა (კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, საინვესტიციო საბანკო ფირმების, აქტივების მმართველო კომპანიების, საინვესტიციო კომპანიების, ერთობლივი ფონდების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სალიზინგო კომპანიების და სხვა) მხრიდან.

Message body empty