English
EN GE

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთით

ანაზღაურება: შეთანხმებით

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • უნივერსიტეტის სტრატეგიული  გეგმის და არსებული პროექტების გათვალისწინებით PR  აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სასწავლო და კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა;
  • შიდა საუნივერსიტეტო კომუნიკაცია;
  • უნივერსიტეტის ფაკულტეტების, მათი საქმიანობის, ასევე, აკადემიური პერსონალის პოპულარიზაცია;
  • პრეს-კონფერენციების და ინტერვიუების ორგანიზება, პრეს-რელიზის და საინფორმაციო მასალების მომზადება;
  • უნივერსიტეტის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნება;
  • უნივერსიტეტის ვებ–გვერდის და სოციალური მედიის არხების განვითარება და განახლება

-
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • გამოცდილება 3 წელი პიარის მიმართულებით
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • საქმიანი კომუნიკაციის წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით);
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS office: word, excel, power point );

-

პიროვნული თვისებები

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.

-
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@seu.edu.ge


1. რეზიუმეს / CV;
2. სამოტივაციო წერილი.


გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 27 აგვისტო.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge