English
EN GE

პრემიუმ კლასის  სასტუმრო  “City Avenue” აცხადებს ვაკანსიას  ბელბოის პოზიციაზე.

 

დასაქმების პერიოდი: აგვისტო - სექტემბერი

ანაზღაურება: ფიქსირებული დღიური 20₾

 

მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მოწესრიგებული და თავაზიანი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

-

მოვალეობები:

  • სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება;
  • სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
  • მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
  • სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

-

ჩვენ გთავაზობთ:   

  • კვებით უზრუნველყოფას
  • მეგობრულ და გუნდურ  გარემოს
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

 -

“სითი გრუპის” სასტუმროების შესახებ  დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:   City Avenue   და City Center

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV, მისამართზე:  hr@city-group.ge

 

წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!