English
EN GE

საკონსულტაციო კომპანია CDC აცხადების ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემომავალი ზარების პასუხი და პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება
  • კლიენტების პრობლემების ჩანიშვნა და მათ დაუყოვნებლივ მოგვარება.
  • პოტენციურ კლიენტებთან ზარები, პროდუქტების, სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • რეპორტინგი მენეჯმენტთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესიგანათლება, ან დამამთავრებელი კურსი (სასურველია ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.


აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალური
  • კომუნიკაბელური
  • ენერგიული
  • შრომისმოყვარე
  • მოწესრიგებული, მობილიზებული
  • დეტალების მიმართ დაკვირვებული

 

სამუშაო დღეები: ორშაბათ-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00-19:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ-ფოსტაზე: info@compliance.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ.გვერდს: www.compliance.ge