English
EN GE

თუ ხარ აქტიური და მიზანსწრაფული, მოგწონს უცხოელებთან ურთიერთობა, შეგიძლია ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაცია, თვლი, რომ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება შენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა

სს საქართველოს ბანკი აცხადებს სამთვიან საზაფხულო დასაქმების პროგრამას ტურისტებთან ურთიერთობის ოფიცერის პოზიციაზე.

-

ტურისტებთან ურთიერთობის ოფიცერის მოვალეობაა შესთავაზოს ტურისტებს სპეციალურად მათთვის შექმნილი ტურისტული ბარათი, გააცნოს ბარათის პირობები და უპირატესობები.

-

პირობები:

  • მოსახერხებელი გრაფიკი (ცვლები: 8:00სთ-დან 12:00სთ-მდე, ან 16:00სთ-დან 20:00სთ-მდე
  • ტრანსპორტით უზრუნველყოფა
  • ანაზღაურება: 150 ლარი
  • ბონუსი გამომუშავების მიხედვით (თითო გაყიდულ ბარათზე 1 ლარი)
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

-

მოთხოვნები:

  • გამართულად კომუნიკაციის უნარი
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელექტრონულ

ფოსტაზე recruit@bog.ge 6 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.