საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:
ეკონომიკის, ფინანსების, აღრიცხვის, მარკეტინგის და მენეჯმენტის ფუნდამეტურ ცნებებს; ხსნის და აანალიზებს მათ შორის კავშირს;
იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ბიზნესპროცესების მხარდასაჭერად და რელევანტური გადაწყვეტილების მისაღებად;
განსაზღვრავს ბიზნესის ეთიკის, სოციალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის თეორიებსა და პრაქტიკას;
იყენებს კვლევით (რაოდენობრივ და თვისებრივ) უნარებს ბიზნესის პრობლემების ანალიზის, აღმოჩენისა და გადაჭრის მიზნით;
აცნობიერებს გლობალიზაციას და აფასებს კულტურულ მრავალფეროვნებას;
აანალიზებს საკუთარი ბიზნესის წამოწყების გამოწვევებს; განასხვავებს ბიზნესსტრატეგიების სახეებს და მსჯელობს მათი დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ;
შეიმუშავებს პროექტს და ასაბუთებს მის განხორციელებადობას რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი კვლევით და მისი შედეგების კომუნიკაციით;
მუშაობს ეფექტურად სხვა ინდივიდებთან მათი უნარების გაცნობირების, ინტერპერსონალური და ჯგუფური ინტერაქციის, ასევე საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების გაანალიზების მეშვეობით. ამგვარად, ქმნის სინერგიის ეფექტს გუნდური მუშაობის პროცესში;
ქმნის ბიზნესიდეას, შეიმუშავებს ბიზნესგეგმას და აქვს საკუთარი ორგანიზაციის ჩამოყალიბების და ბაზარზე შესვლის მზადყოფნა;
ამზადებს ნათლად გაწერილ ანალიზს და უზრუნველყოფს მის ორგანიზებულ, დასაბუთებულ და დამაჯერებელ როგორც ზეპირ, ისე წერილობით პრეზენტაციას.