English
EN GE

საბუთების შემოტანის ვადა: 02/07/2018-13/07/2018

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ინგლისური ენის სწავლების მიმართულებებით.

საკონკურსო ვაკანსიები: 

  1. ასოცირებული პროფესორი - 4 ვაკანსია
  2. ასისტენტ-პროფესორი - 4 ვაკანსია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

 

საკონკურსო კრიტერიუმები:

1. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

1.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

2) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

4) შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).

1.2. პროფესიული ნიშნით:

1) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია შესაბამისი უცხო ენის სწავლების სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან რაც დასტურდება შემდეგით:

ა) სწავლების მეთოდოლოგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილებით;

ბ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილებით შემდეგ მეთოდოლოგიურ საკითხებზე:

  • კლასის მართვა
  • ლექციის დაგეგმარება
  • თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის გამოყენება
  • სწავლების ტექნიკების გამოყენება სხვადასხვა კომპეტენციის მისაღწევად
  • სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და სხვა

გ) პროფესიული ინგლისურის სწავლების გამოცდილებით შემდეგი მიმართულებებით:

  • ინგლისური ენა ბიზნესისათვის
  • ინგლისური ენა ტურიზმისათვის
  • ინგლისური ენა სამართლისათვის
  • ინგლისური ენა ჟურნალისტებისათვის
  • ინგლისური ენა ფსიქოლოგებისათვის
  • ინგლისური ენა მედიცინისთვის
  • ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

3) შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).

4) ინგლისური ენის სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

 

2. ასისტენტ-­პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების განხორციელების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 2 სასწავლო კურსში).

4) ინგლისური ენის სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

2.2. პროფესიული ნიშნით:

1) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია შესაბამისი უცხო ენის სწავლების სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან რაც დასტურდება შემდეგით:

ა) სწავლების მეთოდოლოგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილებით.

ბ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილებით შემდეგ მეთოდოლოგიურ საკითხებზე:

  • კლასის მართვა
  • ლექციის დაგეგმარება
  • თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის გამოყენება
  • სწავლების ტექნიკების გამოყენება სხვადასხვა კომპეტენციის მისაღწევად
  • სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და სხვა

გ) პროფესიული ინგლისურის სწავლების გამოცდილებით შემდეგი მიმართულებებით:

  • ინგლისური ენა ბიზნესისათვის
  • ინგლისური ენა ტურიზმისათვის
  • ინგლისური ენა სამართლისათვის
  • ინგლისური ენა ჟურნალისტებისათვის
  • ინგლისური ენა ფსიქოლოგებისათვის
  • ინგლისური ენა მედიცინისთვის
  • ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა / შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 2 სასწავლო კურსში).

4) ინგლისური ენის სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

 

დამატებითი კრიტერიუმები:

1). ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატები

  • Cambridge ESOL Exams (CAE, CPE)
  • TOEFL IBT (110-120)
  • IELTS (8,5-9)
  • PTE General Level 4/5
  • PTE Academic 80-100

2) სწავლების მეთოდიკის კურსებში მონაწილება:

  • CELTA
  • DELTA
  • TKT (3 მოდული)

3) დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

4) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები.

5) პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.

 

დამატებითი კრიტერიუმები: 

1.უცხო ენის ცოდნა და ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატები.

2.დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

3.სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები.

4.პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა.

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

1.განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება).

2.ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა.

3.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

4.საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია ­ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა შ.

5.დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).

6.კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი, შესაბამისი საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი რაოდენობით).

 

კონკურსის ეტაპები:

1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)

2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

 

კონკურსის პირობები:

1. საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.

2. კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.

3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

ა) პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით.

ბ) მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით.

გ) აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ კონკურსანტებს უნივერსიტეტთან აფილირება შეეთავაზებათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პერსონალის აფილირების წესის შესაბამისად. პრიორიტეტი მიენიჭება აფილირების სურვილის მქონე კონკურსანტებს.

დ) ანაზღაურება დამოკიდებულია კონკურსანტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

 

კონკურსის ვადები:

1.კონკურსი გამოცხადებულია 2018 წლის 1 ივნისიდან.

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 2 ივლისიდან   2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით.

3.კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2018 წლის 16-17 ივლისს.

4.კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2018 წლის 18-27 ივლისს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).

5.კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2018 წლის 28 ივლისს.

6.სააპელაციო განაცხადები მიიღება 2018 წლის 30 ივლისს  ჩათვლით.

7.სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 31 ივლისს.

8.კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 1 აგვისტოს.

 

აკადემიური კონკურსის ჩატარების წესი

სილაბუსის ჩარჩო_ფორმა

კონკურსანტის ანკეტა

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge   (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ¬ფოსტა: hr@seu.edu.ge   ტელ: 2 90 00 00 შიდა 21 ან 2 90 00 00 შიდა 13