29 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა პანელური დისკუსიაზე თემაზე: „კულტურული კალეიდოსკოპი“.
დისკუსიის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა, სტუდენტებმა და ექსპერტებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
ღონისძიება ჩატარდა SEU-ს იურიდიული კლუბისა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაცია კანონის უზენაესობის ცენტრთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით.