17 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა ფსიქოლოგიური ჟანრის კინოს საღამო.
საღამოზე გაიმართა ფილმის “უნდა ვილაპარაკოთ კევინზე” ჩვენება. ფილმი მოგვითხრობს ამბავს ბიჭის შესახებ, რომელიც მოსიყვარულე ოჯახურ გარემოში სოციოპათად გადაიქცა.
კინოჩვენება SEU-ს ფსიქოლოგთა კლუბის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.