სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მასტერკლასი თემაზე: "ციფრული მარკეტინგის როლი მედიაში"

20 აპრილი, 2024

19 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა მასტერკლასი თემაზე: "ციფრული მარკეტინგის როლი მედიაში".

მასტერკლასის მომხსენებელი იყო: ელენე ბიბილეიშვილი, #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის Ad Summit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი, Kettari-ის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლიცენზირებული ტრენერი და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი.

მასტერკლასზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: 

  • რა არის ციფრული მარკეტინგი და რა მიმართულებებად იყოფა ის; 
  • რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია;
  • რატომ არის აუცილებელი ციფრული მარკეტინგი ბიზნესის განვითარებისთვის;
  • რა უნარებს უნდა ვფლობდეთ, რომ გავხდეთ ციფრული მარკეტერი.

ღონისძიება ჩატარდა SEU-ს MEDIA CLUB-ის ორგანიზებით  და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.

Message body empty