სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ნეტფლიქსის პლატფორმის წამყვანი ციფრული დიზაინერის ვორკშოფი SEU-ში  

17 აპრილი, 2024

16 აპრილს, ნეტფლიქსის პლატფორმის წამყვანმა ციფრულმა დიზაინერმა მონეტიზაციის და კონვერტიზაციის მიმართულებით, ფონზ მორისმა  SEU-ს სტუდენტებისათვის, კურსდამთავრებულებისა და მოსწავლეებისათვის ჩაატარა ექსკლუზიური ვორკშოფი: მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინისა და ბიზნესის დიზაინის შესახებ.

მონაწილეებმა გაიგეს თუ როგორ იქმნება და ვითარდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდის, ნეტფლიქსის დიზაინები, მარკეტინგული სტრატეგია და ბიზნეს კონცეფცია.

შეხვედრის  მეორე ნაწილი დაეთმო ვორკშოფს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შექმნეს მობილური აპლიკაციის მცირე მოდელი. აპლიკაციის მიზანი უნდა ყოფილიყო სტუდენტების დახმარება  დროის ეფექტურად განაწილების პროცესში.

როგორც ფონზ მორისმა აღნიშნა, მონაწილეებმა მცირე დროში ძალიან საინტერესო აპლიკაციის მოდელები შემოგვთავაზეს და კარგი იქნება თუ ეს იდეები კიდევ უფრო განვითარდება და რეალურად განხორციელდება. 

SEU-სა და ბატონი ფონზ მორისის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და წინ ბევრი საინტერესო პროექტი ელოდებათ ჩვენს სტუდენტებს.

Message body empty