19 მარტს, SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით სტუდენტური კლუბის თავმჯდომარეებთან და საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს სტუდენტური კლუბების დებულება, რეგისტრირებული კლუბის უპირატესობები, კლუბის შექმნის და პროექტის დაფინანსების ფორმის საკითხები.
ხაზგასმით აღინიშნა განხორციელებული აქტივობები, ჩატარების ხარისხი და საუკეთესო პრაქტიკა.
შეხვედრის ბოლოს იმსჯელეს 2023-2024 გაზაფხულის სემესტრის სამოქმედო გეგმაზე.