სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და ნეიროგანვითარების ცენტრ ფენიქსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14 მარტი, 2024

13 მარტს, SEU-სა და ნეიროგანვითარების ცენტრ ფენიქსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. მათ შორის ისაუბრეს ფსიქოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის და კლინიკური ფსიქოლოგიის პროგრამაზე, სასწავლო პრაქტიკის კომპონენტზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე.

ფენიქსსა და SEU-ს შორის თანამშრომლობა მოიაზრებს:

  • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას კომპანიაში;
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის პრაქტიკული კომპონენტის გავლას კომპანიაში;
  • მხარეების მიერ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

შეხვედრა ჩატარდა სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით.

Message body empty