სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და  ქ. თბილისის N167 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

05 მარტი, 2024

4 მარტს, SEU-სა და  ქ. თბილისის N167 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც არის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. 

შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროგრამები, ხაზი გაესვა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შინაარსს და მიზანს. 

უნივერსიტეტისა და სკოლის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე და სკოლის მოსწავლეებისთვის/წარმომამდგენლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე. შეხვედრა ჩატარდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.

Message body empty