სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

HR პრაქტიკუმი-შეთავაზება სტუდენტებისთვის

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 15 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 30 ნოემბერი, -0001

ადამიანური რესურსების მართვა (HRM) დიდი და მოცულობითი დარგია, ამავდროულად აქტუალური და მოთხოვნადი. 

HR სფეროს ერთ სატრენინგო კურსში ამოწურვა რთულია, თუმცა ერთი კურსის ფარგლებში ნამდვილად შესაძლებელია:


შეგვექნმას საფუძვლიანი წარმოდგენა ადამიანური რესურსების (HR), როგორც დარგის სპეციფიკაზე;

  • გავიაზროთ რა მიმართულებებისგან შედგება HR-ის სფერო;
  • გავაცნობიეროთ სპეციფიკა და დეტალურად მიმოვიხილოთ HR-ის შემდეგი ქვე-მიმართულებები: 
  • HR ადმინისტრირება;
  • HR ანგარიშგება და Payroll;
  • შრომით-სამართლებრივი ნაწილი HR-ში (შრომის კონტრაქტები, Jobs description-ები და სხვა);
  • რეკრუტინგის სპეციფიკა, უახლესი ტენდენციები და რეკრუტინგის სრული ციკლის გააზრება (ვაკანსიების ბრენდინგი, online და პირისპის გასაუბრებების სპეციფიკა, კონსკურსის სხვა ეტაპები და Feedback სისტემა);
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგების, მასტერკლასების სისტემა;
  • Team Building-ების სპეციფიკა და თანამშრომელთა შორის გუნდურობის, ემპათიის, მხარდაჭერის ზრდის მექანიზმები;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემა და KPI;
  • HR ანალიტიკა;
  • კურსი შედგება 8 საათნახევრიანი სესიისგან და სრულად დაფარავს ზემოთხსენებულ საკითხებს დეტალური გააზრებისა და ანალიზის დონეზე; 

ჩამოთვლილი თემების ფარგლებში, კურსის მონაწილეები გაეცნობიან რეალურ პრაქტიკებსა და სპეციფიკებს, მიმოიხილავენ კონკრეტულ ქეისებს და იმუშავებენ სხვადასხვა სახის შაბლონებსა თუ ინსტრუმენტებში. 

AACC ბიზნეს პროცესების აუთსორსული კომპანიია, რომელიც წარმატებულად ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე და დღეის მდგომარეობით 135 კლიენტს/კომპანიას ემსახურება როგორც HRM, ასევე იურიდიული, ფინანსური, ბუღალტრული, IT და ERP დეველომპენტის მიმართულებებით l გაიგეთ მეტი კომპანია AACC-ის შესახებ.

სწორედ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ და ჩვენი მეთოდოლოგია სრულად ეფუძნება კომპანია AACC-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ საკითხებს. კურსის მიზანია HR სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა საფუძვლიანი წარმოდგენა შეექმნას HR - ის სპეციფიკაზე პრაქტიკაში აპრობირებული მექანიზმებითა და კონკრეტული ქეისებით.  

თუ კი დამწყებ პოზიციაზე მუშაობთ, ან მომავალში აპირებთ HR-ში დასაქმებას ეს კურსი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!

კურსის მთავარი მენტორი და ტრენერი - მირანდა გაბუნია.

HR და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალი 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის 6 წელი მენეჯერულ პოზიციაზე როგორც სახელმწიფო უწყებებში ასევე კერძო სექტორში: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემა, USAID, UNICEF, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფონდი, ამერიკული საგანმანათლებლო სკოლების ჰოლდინგი, არაფორმალური განათლების ორგანიზაცია, საკონსულტაციო კომპანიები, კერძო ბიზნეს კომპანიები: სამშენებლო, რითეილ, სადისტრიბუციო და კვების ინდუსტრიების სფეროებიდან;

HR პროფესიონალთა ასოციაციის სრული წევრი;

TCJ სერტიფიცირებული და პრაქტიკოსი ტრენერი HRM, გუნდების მშენებლობის (TEAM BUILDING),  პროფესიული ორიენტაციის მიმართულებებით. 

დეტალები კურსის თაობაზე: 

  • კურსის ხანგრძლივობა: 8 საათნახევრიანი სესია, დასაწყისი 14 მაისს, სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (დღეებსა და საათებს თავად აარჩევთ კითხვარის შევსების დროს);
  • ლოკაცია: ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა," აღმაშენებლის გამზირი 61 (მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ), AACC-ის სათაო ოფისი;
  • კურსის ფორმატი: პირისპირი;

კურსის ღირებულება: 585 ლარი (გადახდა შესაძლებელია სრული დაფარვით ან ორ ნაწილად)

კურსის წარმატებით დასრულების შემთხევევაში მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.  

ერთ ნაკადში მოხვდება მხოლოდ 8 (რვა) მსმენელი, ადგილები შეზღუდულია. 

თუ კი კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები დაინტერესდებიან თითოეული მიმართულება გაირონ კიდევ უფრო სიღრმისეულად, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ  AACC-ის 3 (სამი) თვიან სპეციალურ კურსზე: "HR პრაქტიკუმი - upgraded" სადაც ხსენებული თემატიკები ჩაიშლება ბევრად უფრო სიღრმისეულად და წარჩინებული მონაწილეები მენტორის მეშვეობით შეძლებენ არა მარტო თეორიულად გაიმყარონ ცოდნა, არამედ იმუშაონ კიდევაც ამ 3 თვის ფარგლებში კონრეტულ პრაქტიკულ და რეალურ ქეისებზე AACC-სა და მისი პარტნიორი კომპანიების მასშტაბებით. მათ შორის, წარმატებულ მონაწილეებს კომპანია გაუკეთებს შეთავაზებას HR-სფეროში. 

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 34 85 05 / 0322 50 20 21.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: 

დარეგისტრირდი

SEU-ს სტუდენტებისთვის 10% იანი ფასდაკლებაა აღნიშნულ კურსზე.

კომპანია AACC გისურვებთ წარმატებას და ნაყოფიერ სატრენინგო-სამუშაო პროცესს,

გვსურს ვიხილოთ მეტი წარმატებული HR-ი ქართულ ბიზნესში!

Message body empty