გაეროს განვითარების პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი აცხადებენ კონკურსს სტუდენტებისთვის სახელწოდებით „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“.
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება ოზონის შრის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ზოგადად, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის. თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ოზონის შრის დაცვას და იმ ახალ გამოწვევებზე, რომლებიც დღის წესრიგში დადგა კლიმატის ცვლილების ფონზე. ასევე სამაცივრო, ჰაერის კონდიცირების და თბური ტუმბოების კვალიფიცირებული სპეციალისტების ნაკლებობაზე საქართველოში.
კონკურსის თემები
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
2024 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით უნდა იყოს საქართველოში ავტორიზებული სასწავლებლების პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი;
წარმომდგენი პირი თავად უნდა იყოს ნაშრომის ავტორი. თანაავტორი არ უნდა იყოს 2-ზე მეტი არასტუდენტი პირი;
დარეგისტრირებული იყოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ ბმულზე:
ნაშრომების წარდგენა:
შეფასების კრიტერიუმები
საკონკურსო კომისია
საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იქნება გაეროს განვითარების პროგრამის (2), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (2), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (2) და ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის (2) წარმომადგენლებით.
საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნება სამი საუკეთესო ნაშრომი. ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან ტექნიკის მაღაზიის ფასიანი ვაუჩერით:
დაჯილდოების ღონისძიება
გამარჯვებული ნაშრომების ავტორებისთვის ჯილდოების გადაცემა მოხდება სტუდენტურ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. # 68, თბილისი).
ღონისძიებაზე მოწვეული იქნება ყველა ის სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს საკონკურსო მასალებს.
საკონკურსო ნაშრომების წარდგენის ვადები და პირობები
ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება 2024 წლის 1 ივნისიდან 10 სექტემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: [email protected]და [email protected]
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: