სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფორსეტი - მონაცემთა კომუნიკაციის ქართულენოვან სასტიპენდიო პროგრამა

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 20 მარტი, 2024
ბოლო ვადა 29 მარტი, 2024

ფორსეტი აცხადებს მონაცემთა კომუნიკაციის ქართულენოვან სასტიპენდიო პროგრამაზე მიღებას.

თუ ჟურნალისტი ან სამოქალაქო აქტივისტი ხარ, თუ გაინტერესებს მონაცემების გამოყენებით ამბის თხრობა, არჩევნების თემატიკა და მიმდინარე მოვლენების მონაცემებით გაშუქება, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.

3 თვის განმავლობაში ფორსეტის გამოცდილი ტრენერებისგან ისწავლი მონაცემების მოპოვების, დამუშავებისა და ვიზუალიზაციის ტექნიკებს. ასევე, მენტორების დახმარებით, იმუშავებ შენს ამბავზე და პრაქტიკაში გამოიყენებ ახალ ცოდნას. სასწავლო პროგრამის განმავლობაში შექმნი  მონაცემებზე დაფუძნებულ ორ ამბავს, როგორიცაა სტატიკური თუ ინტერაქტიული ინფოგრაფიკა, ანიმაცია, მულტიმედიური ამბავი, და სხვ.

სასწავლო კურსი შედგენილი იქნება შემდეგი მოდულებისგან:

  • მონაცემების მონაცემების მოპოვების გზები;
  • მონაცემების გასუფთავება და დამუშავება;
  • მონაცემების ანალიზი google spreadsheetის გამოყენებით;
  • დიაგრამის ტიპები;
  • დიზაინის პრინციპები მონაცემების ვიზუალიზაციისთვის (ბადე, ფერები, ტექსტი);
  • გრაფიკული პროგრამები (ილუსტრატორი, ფოტოშოპი);
  • ინტერაქციული ვიზუალიზაციის ხელსაწყოები (Flourish, Datawrapper, სხვ.)
  • სხვა.

სასწავლო პროგრამა იყოფა ორ ნაწილად:

  • ფიზიკურ სივრცეში ტრენინგი (აპრილის მეორე ნახევარი);
  • ონლაინ მენტორობა ამბების შესაქმნელად (მაისი ივნისი).

სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებისა და მონაცემთა ამბის მედიაში გამოქვეყნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებზე გაიცემა ერთჯერადი სტიპენდია $1000 ოდენობით (გადასახადების ჩათვლით). 

ეს პროგრამა შენთვისაა, თუ:

  • ხარ ჟურნალისტი, კომუნიკაციების სპეციალისტი, აქტივისტი, დიზაინერი, დეველოპერი, რომელიც აქტიურადაა ჩართული აქტივისტურ და მედია საქმიანობაში;
  • შეგიძლია ან დაინტერესებული ხარ ამბის თხრობითა და სტატიების წერით;
  • შეგიძლია გამოყო საშუალოდ 58 საათი კვირაში, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, 2 თვის განმავლობაში;
  • გაქვს სურვილი, იმუშაო ამბებზე, რომელიც ეხება არჩევნებს, გამჭვირვალობას, დემოკრატიას, პოლიტიკას, ან ეკონომიკას;
  • არ მიეკუთვნები არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა და რელიგიურ ორგანიზაციას.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები შეუერთდებიან ფორსეტის მონაცემთა კომუნიკაციის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელს, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 100ზე მეტ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს 12 ქვეყნიდან.

ქსელის წევრებისთვის ხელმისაწვდომია მცირე გრანტები, რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია მონაცემებზე დაფუძნებული ამბების შექმნისთვის, დამატებითი სასწავლო კურსის გავლისა და კონფერენციაზე დასწრებისთვის,  სხვადასხვა პროექტისთვის და ა.შ.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 29 მარტი. 

რეგისტრაციისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:


დარეგისტრირდი

Message body empty