სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 20 მარტი, 2024
ბოლო ვადა 20 მარტი, 2024

გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში (ICRC), საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

პროექტის მიზანია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და გაუმჯობესება, სტუდენტური საკონტაქტო ქსელის შექმნა.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ერთი და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამი წევრისაგან შემდგარ გუნდებს, რომლის წევრები სწავლობენ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე.

შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი, სიმულაციის ფორმით, ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის სასწავლო ბაზაზე.

შეჯიბრში მონაწილეობა უფასოა. 

ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებულია გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან (თბილისი-ყვარელი), განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 20 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N1), დაგეგმილია პროექტის საჯარო პრეზენტაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://www.tcj.gov.ge/ka/news/828/ 

Message body empty