სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

AIESEC-ის ტრეინინგი სეუ-ში

25 თებერვალი, 2016

2016 წლის 26 – 28 თებერვალს ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC (აისეკი)-ის ორგანიზებით უნივერსიტეტი სეუ-ში ჩატარდება ტრენინგი ტრენერებისთვის. ტრენინგის მიზანი გახლავთ ახალგაზდებს ჩამოუყალიბოს და განუვითაროს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა ლიდერობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, მენეჯმენტი.

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას და ამასთანავე სპეციალურად დელეგატებისთვის, როგორც ქართველი ასევე საზღვარგარეთიდან მოწვევული გამოცდილი ტრენერები იმუშავებენ იმისათვის, რომ სტუდენტებმა დაძლიონ საჯაროდ გამოსვლის შიში, გაიუმჯობესონ ინგლისური ენა, გახდნენ კარგი ტრენერები და დაიმკივდრონ თავიანთი ადგილი საზოგადოებაში.
AIESEC (აისეკი) მსოფლიოს უდიდესი ახალგაზრდული ორგანიზაცია, წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალაგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, რათა იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე.

კონფერენციაზე დასწრება უფასოა!
რეგისტრაციის ლინკი 
კონფერენციის დამთავრებისას გადმოგეცემათ სერთიფიკატი

Message body empty