English
EN GE

18 მარტი 2017

საკონსულტაციო შეხვედრა პროფესიულ პრაქტიკასთან დაკავშირებით

საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი (VIII) სემესტრის სტუდენტებთან, რომელთაც მიმდინარე სემესტრში პროგრამით გათვალისწინებული აქვთ პროფესიული პრაქტიკის გავლა, ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

  • სამშაბათს, 21 მარტს, 14:00 საათზე - შეხვედრა მენეჯმენტის, ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების სტუდენტებთან.
  • ოთხშაბათს, 22 მარტს 13:00 საათზე - შეხვედრა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან.
  • ხუთშაბათს 23 მარტს 13:00 საათზე - შეხვედრა ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან.
  • პარასკევს 24 მარტს 13:00 საათზე - შეხვედრა ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებთან.
  • საკონსულტაციო შეხვედრებზე წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციები, რომლებიც სტუდენტებმა უნდა აირჩიონ პრაქტიკის გასავლელად, ასევე, სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკის გავლის სასურველი პერიოდის არჩევას.
  • პროფესიით დასაქმებული სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას მათი სამუშაო გამოცდილების პრაქტიკაში ჩათვლის პირობების შესახებ.
  • შეხვედრები ჩატარდება სეუ-ს ვერანდაზე (მე-9 სართული)