სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგი თემაზე „საგანმანათლებლო ლიდერობა სკოლაში“

29 მარტი, 2024

28 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საგანმანათლებლო ლიდერობა სკოლაში“.

ტრენინგი ჩაატარა ირინა აბულაძემ, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ასოცირებულმა პროფესორმა, USAID-ი განათლება მომავლისთვის პროგრამის დირექტორის მოადგილემ. ქალბატონი ირინა არის განათლების სფეროს წამყვანი ექსპერტი, 20 წლიანი გამოცდილებით, მას ეკავა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილისა და მინისტრის მოადგილის პოზიციები.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები:

  • საგანმანათლებლო ლიდერობის კონცეფცია და თეორიული ჩარჩო;
  • თანამშრომლობა სკოლის განვითარებისთვის, შესაძლებლობები და გამოწვევები ;
  • საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა ეროვნული პოლიტიკის დანერგვაში.

ღონისძიება ჩატარდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით.

Message body empty