სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საინფორმაციო შეხვედრა SEU-სა და CityPay.io-ს ერთობლივ პროექტზე: ”Crypto Bootcamp“

25 მარტი, 2024

SEU-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა CityPay.io-სა და SEU-ს ერთობლივ პროექტთან: “Crypto Bootcamp“ დაკავშირებით.

CryptoBootcamp არის კრიპტოვალუტის ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გასწავლით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ კრიპტოვალუტის შესახებ.

შეხვედრა ჩაატარეს CityPay.io-ს დამფუძნებელმა ერალფ ჰათიფოგლუმ და SEU-ს ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის მენეჯერმა ლევანი ცერექაშვილმა. ასევე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს SEU-ს მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელმა ლია კურტანიძემ და თეონა აფციაურმა, CityPay.io-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა და აბიტურიენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში და გამარჯვებულებს გადაეცათ USDT.

აღსანიშნავია, CityPay.io პროექტში წარმატებულ მონაწილეებს დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობას მისცემს.

გაწევრიანდით ჩვენი ბუთქემფის ჯგუფში და დაელოდეთ შემდეგ შეხვედრას. პროექტის შესახებ ინფორმაციას და სიახლეებს მიიღებთ დისქორდზე:
https://discord.gg/khfepk6r3E

Message body empty