სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

Coventry University-ის წარმომადგენელის ვიზიტი SEU-ში

13 მარტი, 2024

11-12 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვია Coventry უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენელი, საერთაშორისო სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ჯანდაცვის საკითხებში, დოქტორი კრეიგ ბლაიტი.  

ვიზიტის ფარგლებში, ბატონი კრეიგი შეხვდა უნივერსიტეტის მენეჯმენტს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალები, ისაუბრეს იმ გეგმებზე და პროექტებზე, რაც უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, ერთობლივი სასწავლო პროგრამის შემუშავება, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობა, ვორქშოფების დაგეგმვა.

აღსანიშნავია, რომ Coventry უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტია დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ჰყავს ბევრი პარტნიორი და აქვს კამპუსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  

SEU-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება ინტერნაციონალიზაციის პროცესი, შესაბამისად ვაგრძელებთ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას უცხოელ პარტნიორებთან.

Message body empty